მესი თანახმაა - არგენტინელი ხელს 1+1 კონტრაქტს მოაწერს
Aa
Aa

მესი თანახმაა - არგენტინელი ხელს 1+1 კონტრაქტს მოაწერს

Cadena-ს ცნობილმა კორესპონდენტმა, მიგელ რიკომ სოციალური ქსელით „ბარსელონას" გულშემატკივრისთვის სასიხარულო ინფორმაცია გაავრცელა - არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა, ლეო მესიმ გუნდის პრეზიდენტს, ჟოან ლაპორტას აცნობა, რომ კლუბში რჩება. საუბარია 1+1 კონტრაქტზე.

33 წლის არგენტინელი ფეხბურთელის კონტრაქტი „ბარსელონას" რიგებში მიმდინარე თვის 30 ივნისს სრულდება.

ლეო მესიმ „ბარსელონას" მაისურით პირველი გოლი 2005 წლის 1 მაისს, 17 წლის ასაკში გაიტანა.

ამ დროში მან ყველა ტურნირზე, ჯამურად, „ბარსელონა" მაისურით 778 მატჩი ჩაატარა, 672 გოლი გაიტანა და 305 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები