ლაპორტას უტოპიური გეგმა - რონალდუ ბარსელონაში
Aa
Aa

ლაპორტას უტოპიური გეგმა - რონალდუ ბარსელონაში

„ბარსელონას“ პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა თავისი ხმაურიანი ტრანსფერებით ყოველთვის გამორჩეული იყო, თუმცა ამჯერად მისი გეგმა უტოპიურია, ვიდრე რეალისტური.

გავლენიანმა ესპანურმა გამოცემა AS-მა დღეს დაწერა, რომ ლაპორტა კრიშტიანუ რონალდუს გადაბირებას გეგმავს და მის აგენტთან ჟორჟე მენდეშთან უკვე კონტაქტიც ჰქონდა.

წყაროს ცნობით, ლაპორტა „იუვენტუსს“ მის ორ მოთამაშეს შესთავაზებს. საუბარია გრიზმანზე, კოუტინიოზე და სერხი რობერტოზე. ამ სამეულიდან ორი, კრიშტიანუს ტრანსფერში იქნება ჩართული, თუ რა თქმა უნდა რონალდუსთვის წინადადება საინტერესო გამოდგება.

როგორც ცნობილია, „იუვეს“ გრიზმანის დამატება აქამდეც უნდოდა. ტურინელები ფრანგს სწორედ რონალდუს შესაძლო შემცვლელად მოიაზრებენ, რომელიც მიმდინარე ზაფხულში „ბებერი ქალბატონის“ დატოვებას გეგმავს.

AS-ის ცნობით, რონალდუს შესაძლო ხელფასზე საუბარი არ ყოფილა. „ბარსამ“ ჟორჟინიო ვეინალდუმი სწორედ შეთავაზებული დაბალი ანაზღაურების გამო დაკარგა. კლუბს მაღალი ხელფასის გადახდა უჭირს და რთული წარმოსადგენია ასეთ ვითარებაში კრიშტიანუს კალიბრის მოთამაშე დაიმატონ, თუმცა ესპანური გამოცემა წერს, რომ მესი-რონალდუს ერთ გუნდში ყოფნა კლუბისთვის ავტომატურად ერთიორად გაზრდილ შემოსავალს ნიშნავს.

წყაროს თანახმად, როცა ლაპორტამ ეს იდეა გააჟღერა ყველა აღფრთოვანებული იყო, თუმცა იდეა იმდენად უტოპიურია, რომ მისი რეალობაში განხორციელების ცოტას თუ სჯერა.

აღსანიშნავია, რომ ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, გულშემატკივრები რონალდუს „ბარსელონაში“ ტრანსფერს შეუძლებელს უწოდებენ, რაც გასაკვირი არც არის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები