Aa Aa
20 ივნისი 2021  |  23:11

ვერატი: "განსაკუთრებული დღე იყო, ბედნიერი ვარ"

ევროპის ჩემპიონატზე მესამე ტური დაიწყო. იტალიის ნაკრები უელსს დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით 1:0 დაამარცხა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, მარკო ვერატიმ კომენტარი გააკეთა.

რა თქვა ვერატიმ?

„საკმაოდ რთული პერიოდი გამოვიარე. ცოტა ხნის წინ, ისიც კი არ ვიცოდი შევძლებდი თუ არა ევროპის ჩემპიონატზე თამაშს. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ექიმებს და მწვრთნელს, რომელიც ჩემს გამოჯანმრთელებას ელოდებოდა. განსაკუთრებული დღე იყო და ბედნიერი ვარ.

იტალიის ნაკრების ყველა ფეხბურთელისთვის აქ ყოფნა უდიდესი პატივი და დაფასებაა. ვამაყობთ, რომ ჩვენს ქვეყანას წარმოვადგენთ. განსხვავებით საკლუბო ტურნირებისგან, აქ ყოფნა სასიამოვნოა მიუხედავად იმისა, თამაშობ თუ არა ძირითად შემადგენლობაში.

ევროპის ჩემპიონატზე ადვილი მატჩები არ არსებობს. სამწუხაროდ ბევრი ასე არ ფიქრობს. თუ ასე გავაგრძელებთ, გავიღებთ მაქსიმუმს და ისე ვიბრძოლებთ, როგორც ბოლო 3 შეხვედრაში, აუცილებლად ვიტყვით ჩვენს სიტყვას. უკან დახევის და ხარისხის დაკლების შემთხვევაში საკმაოდ გაგვიჭირდება.“

შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრებმა ჯგუფში სამივე თამაში მოიგო და 9 ქულა დააგროვა. „სკუადრა აძურამ“ პირველ ტურში თურქეთი 3:0 დაამარცხა. იგივე შედეგი დაფიქსირდა შვეიცარიასთან მატჩში, ხოლო უელსთან, როგორც უკვე მოგახსენეთ შეხვედრა 1:0 დასრულდა.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში