Aa Aa
20 ივნისი 2021  |  22:20

მომავალი სეზონიდან დინამო ბათუმი საშინაო მატჩების აბონემენტებს გაყიდის

გავრცელებული ინფორმაცია, რომ მომავალი სეზონიდან „დინამო" ბათუმი საშინაო მატჩების აბონემენტების გაყიდვას გეგმავდა, რეალურია. ინფორმაცია დღეს, საქართველოს პირველ არხს გუნდის პრეზიდენტმა, არჩილ ბერიძემ დაადასტურა.

„ახალი სტადიონის აშენების შემდეგ გვეგონა, რომ მაყურებელს დაიტევდა, მაგრამ კოვიდრეგულაციების გამო ტრიბუნები სრულად ვერ იტვირთება. 7 000 ბილეთი ერთ საათში იყიდება. მაყურებლის ინტერესიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, მომავალი წლის დასაწყისიდან  „დინამო“ ბათუმის საშინაო მატჩებზე დასასწრები აბონემენტები გავყიდოთ“, – განაცხადა არჩილ ბერიძემ საქართველოს პირველ არხთან.

ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

ბათუმის სტადიონის მშენებლობას საფუძველი 2018 წლის იანვარში ჩაეყარა და მშენებლობა აჭარის ბიუჯეტიდან, დაახლოებით 141 მილიონი ლარით დაფინანსდა. საინტერესოა, რომ სტადიონი ცეკვა ხორუმის მოტივებზე აშენდა - ფასადის მწყობრად ჩალაგებული ფიგურები მოცეკვავეების მოძრაობებს ასახავს.

ბათუმის საფეხბურთო სტადიონი 20 000 მაყურებელზეა გათვლილი და UEFA-ს IV კატეგორიის სტანდარტებს აკმაყოფილებს.

„დინამო" ბათუმის გარდა აღნიშნულ არენას საქართველოს ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებები გამოიყენებენ. მოგეხსენებათ, საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დარჩენილ, მომდევნო საშინაო შეხვედრებს, ბათუმში გამართავს. 

სწორედ ამ არენაზე შედგება 21-წლამდე ნაკრებების ევროპის ჩემპიონატის ფინალური შეხვედრა, 2023 წელს.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში