გრან პრი - პარაძიუდოისტმა რევაზ ჩიკოიძემ ოქროს მედალი მოიპოვა
Aa
Aa

გრან პრი - პარაძიუდოისტმა რევაზ ჩიკოიძემ ოქროს მედალი მოიპოვა

დიდ ბრიტანეთში, მიმდინარე პარაძიუდოს გრან-პრიზე რევაზ ჩიკოიძემ ოქროს მედალი მოიპოვა.

+ 100 კილოგრა, წონით კატეგორიის ფინალურ შეხვედრაში ქართველმა ძიუდოისტმა კუბელ იორდანი სასტრე ფერნანდესი იპონით დაამარცხა.

საჩემპიონო ბრძოლამდე ჩიკოიძემ მხოლოდ ერთი შეხვედრა გამართა და ბრაზილიელ ვილიანს არაუხოს აჯობა.

საქართველოს დელეგაციამ გრან პრი საერთო ჩათვლაში პირველ ადგილზე დაასრულა. 

რევაზ ჩიკოიძესთან ერთად გათამაშების ჩემპიონები ზურაბ ზურაბიანი და გიორგი ქალდანი გახდნენ. ბრინჯაოს მედალი კი ინა ქალდანმა მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული გრან-პრის გათამაშება,ტოკიოს პარალიმპიური თამაშების წინასალიცენზიო ტურნირია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები