ერვე რენარი
Aa
Aa

ტუნისის ნაკრები ერვე რენარმა ჩაიბარა

ფრანგი სპეციალისტი ერვე რენარი, რომელიც მანამდე საუდის არაბეთის ეროვნულ გუნდს ხელმძღვანელობდა, ტუნისის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდა. ამის შესახებ ტუნისის ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალურად გამოაცხადა.

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში, ტუნისის გუნდი შვედეთის ნაკრებთან გამანადგურებელი ანგარიშით, 1:5 დამარცხდა. ამის შემდეგ წინა მწვრთნელი, საბრი ლამუში თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

„ტუნისის ფეხბურთის ფედერაცია აცხადებს ეროვნული გუნდის მთავარ მწვრთნელად ერვე რენარის დანიშვნის შესახებ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებამდე. ის თავისი მოვალეობების შესრულებას დღესვე შეუდგება. შეთანხმება ასევე ითვალისწინებს, მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობის დასრულების შემდეგ, მოლაპარაკებების დაწყებას გრძელვადიან თანამშრომლობაზე, რომელიც კონკრეტულ სპორტულ მიზნებზე იქნება დაფუძნებული“, — ნათქვამია ტუნისის ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის განცხადებაში.

მომდევნო მატჩს ტუნისის ნაკრები 21 ივნისს, იაპონიის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ გამართავს. ეს შეხვედრა აფრიკული გუნდისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის იქნება, რადგან მორიგი წარუმატებლობის შემთხვევაში მსოფლიოს ჩემპიონატს, შესაძლოა, ჯგუფური ეტაპიდანვე გამოეთიშოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჩვენ აქ ვართ, იტალია კი არა“ - იორდანიის ნაკრების კაპიტანი
„ჩვენ აქ ვართ, იტალია კი არა“ - იორდანიის ნაკრების კაპიტანი