„ჩვენ აქ ვართ, იტალია კი არა“ - იორდანიის ნაკრების კაპიტანი
Aa
Aa

„ჩვენ აქ ვართ, იტალია კი არა“ - იორდანიის ნაკრების კაპიტანი

რამდენიმე საათში, იორდანიის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ისტორიულ შეხვედრას გამართავს. ტურნირის დებიუტანტები ხვალ, თბილისის დროით 08:00 საათზე ავსტრიის ნაკრებს დაუპირისპირდეიბან.

მუნდიალზე სადებიუტო შეხვედრასთან დაკავშირებით მატჩისწინა პრესკონფერენციაზე იორდანიის ნაკრების კაპიტანმა, იჰსან ჰადადმა ისაუბრა.

„ბედის მადლიერები ვართ ასეთი შესაძლებლობისთვის – იორდანიის ისტორიაში პირველად ვითამაშოთ მსოფლიო ჩემპიონატზე.

არ ვგრძნობთ წნეხს, სიამაყით ვართ აღვსილები. ასეთ ტურნირზე მოხვედრა ოცნების ახდენაა. მსოფლიოს ყველა ფეხბურთელი ამაზე ოცნებობს. რა თქმა უნდა, ჩვენ განსხვავებული გამოცდილება გვაქვს, მაგრამ საკუთარ თავში დარწმუნებულები ვართ და სიამაყე წნეხს გადაწონის.

იტალია, მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი, აქ არ არის, ჩვენ კი ვართ. არავინ ელის, რომ იორდანია ჩემპიონი გახდება ან ფინალში გავა. ჩვენზე ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობაა, თუმცა წნეხს არ ვგრძნობთ,“ – განაცხადა ჰადადმა.

ავსტრიის გარდა, იორდანიის ნაკრები ჯგუფურ ეტაპზე 23 ივნისს ალჟირის, 28 ივნისს კი არგენტინის ნაკრებებსაც შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კიდევ ერთი ფრე - ზელანდიელებმა ირანელებს არაფერი დაუთმეს
კიდევ ერთი ფრე - ზელანდიელებმა ირანელებს არაფერი დაუთმეს