ევროპის ჩემპიონატი - 7 ქალა ნაკრებმა მოლდოვა დაამარცხა
ზაგრებში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის მატჩები გაიმართა.
საქართველოს 7 ქალა ნაკრებიმა სამი შეხვედრა გამართა. ჩემპიონატის პირველ მატჩში ჯაბა მალაღურაძის შეგირდები შვედეთის ნაკრებს დაუპირისპირდნენ და ანგარიშით 10:5 წააგეს.
მეორე შერკინებაში საქართველოს ნაკრები უკრაინასთან 38:0 განადგურდა.
ჯგუფური რტაპის ბოლო შეხვედრაში კი ქართველმა გოგონებმა მოლდოვის ნაკრები 24:10 დაამარცხეს.
ხვალ ჩვენი გოგონები ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში იასპარეზებენ.
გათამაშების მეოთხედფინალში საქართველოს ნაკრები ფინეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.
გამარჯვების შემთხვევაში ქართველი მორაგბეები უკრაინა თურქეთს შორის გამარკვებულს შეხვდება.