NBA-ს დღევანდელი გამორჩეული მატჩების დეტალური განხილვა
Aa
Aa

NBA-ს დღევანდელი გამორჩეული მატჩების დეტალური განხილვა

ჩიკაგო - ტორონტო

მიჯრით სამი მარცხი განიცადა ჩიკაგომ. ხარებს, სერიოზული საკადრო პრობმელები აქვს და შესაბამისად, ეს მათ შედეგებზეც აისახა. მასპინძლებს, ბოლო ხუთი საშინაო შეხვედრიდან, მხოლოდ ორი მოგება აქვთ აქტივში. 26 მოგებით და 29 წაგებით, ისინი აღმოსავლეთ კონფერენციის მე-7 ადგილზე იმყოფებიან.

 

არცთუ კარგი ხასიათით ხვდება აღნიშნულ მატჩს ასევე ტორონტოც. ბოლო მატჩში, კანადელები მოულოდნელად, შინ დამაეცხდნენ დეტროიტთან. სტუმრებს, ბოლო ხუთი გასვლიდან, მხოლოდ 1 მოგება უმაგრებთ ზურგს. 32 გამარჯვებით და 23 მარცხით, რაპტორსი ამავე კონფერენციის მე-5 ადგილს იკავებენ.

 

გუნდების ბოლო ხუთივე ურთიერთშეხვედრაში, გამარჯვება ჩიკაგოს დარჩა. ჩიკაგოს ბოლო ხუთ საშინაო შეხვედრაში, საშუალოდ 209.6 ქულა ვარდება. ტორონტოს გასვლით შეხვედრებში, ეს მაჩვენებელი 205.6 ქულას უტოლდება. უშუალოდ გუნდების ბოლო ხუთ ურთიერთშეხვედრაში კი, საშუალოდ 221.6 ქულა ფიქსირდებოდა.

 

სავსებით ლოგიკური, მატჩს მეტობა - 201.5 @ მეტი

ტრავმები :

ჩიკაგო - დუეინ ვეიდი, ჯიმი ბატლერი, პოლ ზიპსერსი ( სამივე მოთამაშს ხილვა სათუოა );

ტორონტო - პატრიკ პატერსონი;

 

 

მინესოტა - კლივლენდი

კარგ ხასიათზე ხვდება აღნიშნულ მატჩს მინესოტა. ტიმბერვულვზის მოთამაშეებმა, გასულ ტურში, შინ ჩიკაგო გაანადგურეს  - 117:89. მასპინძლებს, ბოლო ხუთი საშინაო შეხვედრიდან, მხოლოდ ორი მოგებაქ აქვთ. 21 მოგების წილ 34 მარცხით, მინესოტა დასავლეთ კონფერენციის მე-13 ადგილს სჯერდება.

 

რაც შეეხება მოქმედ ჩემპიონს, კლივლენდმა ბოლო ტურში, შინაურ კედლებში დენვერი გაანადგურა 125:109. კავალიერსის მოთამაშეებს, ბოლო ხუთი გასვლითი შეხვედრიდან, სამჯერ აქვთ წარმატებისთვის მიღწეული. 37 გამარჯვებით და 16 მარცხით, კლივლენდი აღმოსავლეთ კონფერენციას ლიდერობს.

 

გუნდების ბოლო ხუთივე ურთიერთშეხვედრა, ლებრონის და კამპანიის სასარგებლოდ დასრულდა. მინესოტა, ბოლო ხუთ საშინაო შეხვედრაში, საშალოდ 108.4 ქულას უშვებს საკუთარ კალათში. ამ დროს, კავალიერის, ბოლო ხუთ გასვლაზე, საშუალოდ 117.8 ქულას აგროვებს.

აღნიშნული სტატისტიკის და ფავორიტის სტატუსის გათვალისწინებით, სტუმრების გამარჯვება @ 2

 

ტრავმები :

მინესოტა - ნიკოლა პეკოვიჩი, ზაკ ლავინი, ადრეიან პეინი;

კლივლენდი - ჯ.რ სმიტი, კევინ ლავი, შამპერტი ( სათუოა)

 

 

ლეიკერსი - საკრამენტო

ბევრისთვის მოულოდნელად, ბოლო ტურში, სტუმრად გამარჯვება შეძლო ლეიკერსმა მილოუკი ბაქსთან. ლოს ანჟელესელებს, ბოლო ხუთი საშინაო შეხვედრიდან, ორი მოგება აქვთ აქტივში. 19 მოგებით და 37 წაგებით, ისინი, დასავლეთ კონფერნეციის მე-14 ადგილს იკავებენ.

 

კარგი ფორმა აკრიფა საკრამენტომ, რომელმაც ზედიზედ სამი შეხვედრის მოგება შეძლო. მეფეებს, ბოლო ხუთი გასვლითი შეხვედრიდან, ორი გამარჯვება აქვთ მოპოვებული. 23 გამარჯვების წილ 32 მარცხით, კინგსის კალათბურთელები, ამავე კონფერენციის მე-10 პოზიციაზე იმყოფებიან.

 

გუნდების ბოლო ხუთი ურთიერთშეხვედრიდან, სამში გამარჯვება კაზინსის და კამპანიის სასარგებლოდ დამთავრდა. როდესაც მასპინძელი ლეიკერსი იყო, საკრამენტოს ეს მაჩვენებელი ოთხს უტოლდება. ლეიკერსი, ბოლო ხუთ საშინაო შეხვედრაში, საშუალოდ 109.8 ქულას უშვებს. საკრამენტოს მაჩვენებელი ბოლო ხუთ გასვლით შეხვედრაში, 107.6 ქულაა.

როგორც ვხედავთ, საკრამენტოსთვის, ლეიკერსი არცთუ უხერხული მეტოქეა და სტუმრად მასთან თამაშიც კარგად გამოსდის. ბოლო თამაშებიდან გამომდიანრე, უპრიანი იქნება ვივარაუდოთ საკრამენტოს ფორით არ წაგება - @ +7.5

 

ტრავმები :

ლეიკერსი - დანჯელო რასელი;

 

საკრამენტო - რუდი გეი, ომრი კასპი, გარეთ ტემპლი. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები