დაუვიწყარი საჩუქარი - მესიმ ნონა გაფრინდაშვილს მაისური უსახსოვრა
Aa
Aa

დაუვიწყარი საჩუქარი - მესიმ ნონა გაფრინდაშვილს მაისური უსახსოვრა

ლეო მესიმ საკუთარი მაისური ლეგენდარულ ქართველ მოჭადრაკეს, ნონა გაფრინდაშვილს 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით აჩუქა. მაისურზე მესის ავტოგრაფია. ინფორმაციას ტელეკომპანია ''იმედი'' ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ ნონა გაფრინდაშვილი არგენტინელი ფეხბურთელის დიდი ქომაგია.

ნონა გაფრინდაშვილი: ''ეს საჩუქარი ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო. ჩემი პრიზების მუზეუმში მესის მაისური თავის ადგილს დაიკავებს. მახსენდება მესისთან ინტერვიუ, თბილისში ჩამოსვლამდე მას საქართველოს შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა. თბილისში შესანიშნავად ითამაშა, გოლები გაიტანა, მართლა კარგი მატჩი გამოვიდა.

ჩემი ერთადერთი სურვილია, რომ მესიმ არგენტინის ნაკრებთან ერთად ტიტული მოიგოს''.

ფიდეს ვიცე-პრეზიდენტი აკაკი იაშვილი: ''მესიმ იცის ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკის, ნონა გაფრინდაშვილის შესახებ. მან იცის, რომ ნონა გაფრინდაშვილი ლეგენდარული მოჭადრაკე და მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონია. როცა მან გაიგო, რომ ნონას 80 წელი უსრულდებოდა, ფიდეს გადმოუგზავნა მაისური საკუთარი ავტოგრაფით''.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები