Aa Aa
12 ივნისი 2021  |  15:42

მედლის შანსი - ზაალიშვილი ბრინჯაოსთვის იჭიდავებს

უნგრეთში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის ტატამზე, დღეს, ორი ქართველი ძიუდოისტი ვიხილეთ. ვაჟთა შორის 100+ წონით კატეგორიაში გელა ზაალიშვილმა იასპარეზა, ხოლო ქალთა შორის 78+ წონით კატეგორიაში სოფიო სომხიშვილი გამოვიდა.

ზაალიშვილმა პირველ რაუნდში დაისვენა, მეორე წრეში კი სენეგალელი ნდიაიე დაამარცხა. მე-3 რაუნდში მან ალერსტორფერის წინააღმდეგობა დაძლია, ხოლო 1/4 ფინალში მაიერს მოუგო და ნახევარფინალში ევროპის ჩემპიონს, ტამერლან ბაშაევს შეხვდა.

სამწუხაროდ, ჩვენებურმა ფალავანმა რუსი მეტოქის წინააღმდეგ ვერაფერი გააწყო და ოქროს მედლისთვის ბრძოლას გამოეთიშა. ზაალიშვილი ბრინჯაოსთვის იჭიდავებს და მესამე ადგილისთვის უკრაინელ იაკივ ხამოს შეხვდება.

სოფიო სომხიშვილს რაც შეეხება, იგი პირველივე რაუნდში დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები