2 მედლის შანსი - ლიპარტელიანი და სულამანიძე ბრინჯაოსთვის იჭიდავებენ
Aa
Aa

2 მედლის შანსი - ლიპარტელიანი და სულამანიძე ბრინჯაოსთვის იჭიდავებენ

უნგრეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მორიგ დღეს, ტატამზე ორი ქართველი ძიუდოისტი, ვარლამ ლიპარტელიანი და ილია სულამანიძე ვიხილეთ. სამწუხაროდ, უმაღლესი სინჯის მედლებისთვის ბრძოლას ორივე გამოეთიშა და მათი მაქსიმუმი ბრინჯაოს მედალი გახლავთ.

ლიპარტელიანმა პირველ წრეში დაისვენა, მეორე რაუნდში კი ნიდერლანდელ კატარინას სძლია. მე-3 რაუნდში „ლიპო“ თავისთვის უხერხულ მეტოქეს, კენტარო იიდას დაუპირისპირდა, რომელთანაც 3-დან 3 მარცხი ჰქონდა და ნავსი გატეხა. ლიპარტელიანმა იაპონელი მეტოქე დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც კუკოლის შეხვდა და დასანანი წაგება იწვნია.

სულამანიძემ სისმანლარს, გასიმოვსა და  ლხაგვასურენს სძლია, მეოთხედფინალში კი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონს, ფონსეკას დაუპირისპირდა და მის წინააღმდეგ ვერაფერი გააწყო.

მეოთხედფინალურ ეტაპზე განცდილი წაგებების შემდეგ, სულამანიძე და ლიპარტელიანი რეპეშაჟში გადაერთნენ და გამარჯვებები მოიპოვეს. 19 წლის ქართველმა ძიუდოისტმა იდირს სძლია, ხოლო „ლიპომ“ უძლიერეს ადამიანს აჯობა და საღამოს ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებენ. ლიპარტელიანი კორელს შეხვდება, სულამანიძე კი ელნაჰასს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები