Aa Aa
10 ივნისი 2021  |  20:37

ისტორიაში მეორედ - შერაზადიშვილი მსოფლიოს ჩემპიონია!

უნგრეთში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილი 90 კგ კატეგორიაში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

ქართველმა ფალავანმა ფინალში უზბეკი დავლატ ბობონოვი დამატებით დროში იპონით დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ შერაზადიშვილი მსოფლიოს ჩემპიონი ისტორიაში მეორედ გახდა. პირველად მან ეს 2018 წელს ბაქოში მოახერხა. ამ წარმატების შემდეგ მადრიდში ნიკოლოზის საპატივცემულოდ ერთ-ერთ ქუჩას მისი სახელი დაარქვეს.

მსოფლიო ჩემპიონატი ხვალ განახლდება და საქართველოს სახელით ვარლამ ლიპარტელიანი და ილია სულამანიძე იასპარეზებენ.

შეგახსენებთ,რომ საქართველოს დელეგაციის ანგარიშზე 2 მედალია. მსოფლიო ჩემპიონი 73 კილოში ლაშა შავდათუაშვილი გახდა, ხოლო 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში ვერცხლს ტატო გრიგალაშვილი დასჯერდა.

გაზიარება:

ცხელი ამბები

"საჩემპიონო ტალღა" კრისტალბეთზე!

"საჩემპიონო ტალღა" კრისტალბეთზე!

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში