Aa Aa
10 ივნისი 2021  |  18:58

„მინდა, ვეჩხუბო ბიჭს, რომელსაც ყველა გაურბის" - დავოდუს ჭიკაძესთან ბრძოლა სურს

UFC-ის კანადელმა მებრძოლმა, ჰაკიმ დავოდუმ განაცხადა, რომ გიგა ჭიკაძესთან ჩხუბი სურს. TSN-სთვის მიცემულ ინტერვიუში დავოდუს მომდევნო მეტოქეებზე ჰკითხეს და ჰაკიმმა აქცენტი ჭიკაძეზე გააკეთა.

„ბარბოსასთან ბრძოლას რაც შეეხება, მასთან სპარინგი გამართული მაქვს და ვიცი, რომ ძალიან კარგი მებრძოლია, თუმცა მინდა, გამოვჯანმრთელდე და ძალები მოვსინჯო ბიჭის წინააღმდეგ, რომელთან ბრძოლასაც ყველა თავს არიდებს.

არ ვიცი, მის სახელსა და გვარს სწორად გამოვთქვამ თუ არა, მაგრამ საუბარი გიგა ჭიკაძეზე მაქვს და მინდა, გამოჯანმრთელების შემდეგ სტრაიკერს შევხვდე. კარგი სტრაიკერი ვარ და სანერვიულო არაფერი მაქვს“.

შეგახსენებთ, რომ დავოდუს კარიერაში 13 ბრძოლა აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე 12 მოგება და 1 წაგებაა, ჭიკაძე კი ოქტაგონზე 15-ჯერ გავიდა 13-ჯერ იმარჯვა.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

"საჩემპიონო ტალღა" კრისტალბეთზე!

"საჩემპიონო ტალღა" კრისტალბეთზე!

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში