Aa Aa
10 ივნისი 2021  |  17:45

ალბა: "ბართომეუმ სუარესი პირდაპირ კონკურენტს მისცა და მათ ლა ლიგა მოიგეს"

ხორდი ალბამ ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე გასული სეზონი შეაჯამა და „ბარსელონაში“ მომხდარ და სამომავლოდ მოსახდენ მნიშვნელოვან მოვლენებზე ისაუბრა:

მისი მომავალი ბარსაში

„საკუთარი თავი ბარსელონას მიღმა ვერ წარმომიდგენია. რასაც პრესა წერს სიმართლე, რომ იყოს, მაშინ 9 წელი აქ არ ვიქნებოდი. მინდა ჩემი კონტრაქტით გათვალისწინებული წლები ამოვწურო, თუ კლუბმა სხვა რამ არ მითხრა. ასე რომ ამჟამად თავს მშვიდად ვგრძნობ“.

მესი

„იმედი მაქვს მესი დარჩება. მას ჯერ არაფერი უთქვამს. მისი დარჩენა ჩვენთვის და კლუბისთვისაც კარგი იქნება, რადგან ის ყველას უკეთესს ხდის. მისი დახმარებით ტიტულებისთვის ბრძოლა მარტივდება.

ბევრ ფეხბურთელთან მქონდა კარგი ურთიერთობა, მაგრამ ალბათ მაინც ყველაზე უკეთ მესისთან და ინიესტასთან ვარ“.

კუმანი

„მოხარული ვარ, რომ ის დარჩა. კუმანს კარგი სეზონი ჰქონდა. ახალგაზრდებისთვის ეს მარტივი არ ყოფილა. სამი მცველით თამაში ჩვენ სტაბილურობას გვაძლევდა. ჩვენი საუკეთესო მატჩები სწორედ ამ სქემით ჩავატარეთ“.

სუარესის ატლეტიკოში გაშვება

„ლუისმა ბარსას ბევრი რამ მისცა. ბართომეუმ სუარესი პირდაპირ კონკურენტს მისცა და მათ ლა ლიგა მოიგეს... ეს ხუმრობას ჰგავდა. მე ეს არ მომეწონა. გარდა იმ მეგობრობისა, რომელიც ჩვენ გვაკავშირებდა - სად შეგიძლიათ ნახოთ მისი დონის ფორვარდი? მან ბევრი პირი გააჩუმა“.

შეგახსენებთ, რომ ფინანსური კრიზისიდან გამომდინარე „ბარსელონა“ ალბას, ბუსკეტსს, პიკესა და სერხი რობერტოს ხელფასების შემცირებას სთავაზობს, თუ მათ გუნდში დარჩენის სურვილი ექნებათ. წინააღმდეგ შემთხვევაში კლუბი ოთხივე მათგანს ტრანსფერზე დააყენებს.

პიკემ ამ შეთავაზებაზე ლაპორტას უკვე თანხმობა განუცხადა და ახალი სეზონიდან ხელფასს შეიმცირებს.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

"საჩემპიონო ტალღა" კრისტალბეთზე!

"საჩემპიონო ტალღა" კრისტალბეთზე!

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში