Aa Aa
3 ივნისი 2021  |  20:50

მარტივი გამარჯვება - ფედერერმა ჩილიჩი დაამარცხა!

„როლან გაროსის“ მეორე წრეში ლეგენდარული როჯერ ფედერერი გამოცდილ მარინ ჩილიჩს დაუპირისპირდა და 4 სეტში 6:2 2:6 7:6 6:2 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.

ფედერერმა პირველი სეტი უმარტივესად 2-ბრეიკიანი უპირატესობით მოიგო. ანალოგიური განმეორდა მეორე სეტში, თუმცა ამჯერად ჩილიჩის სასარგებლოდ.

მესამე სეტი ნეიტრალური გულშემატკივრებისთვის ყველაზე სანახაობრივი იყო. საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა, სადაც შვეიცარიელმა 7:4 გაიმარჯვა.

გადამწყვეტი სეტი კვლავ როჯერის დომინაციით წარიმართა და ლოგიკურ დასასრულამდეც მივიდა. მატჩი 2 საათი და 38 წუთი გრძელდებოდა.

ცნობისთვის, მერვედფინალში შვეიცარიელი ლეგენდა რეიტინგის 59-ე ნომერს, გერმანელ დომინიკ კოეპფერს შეხვდა, რომელმაც თავისმხრივ ტეილორ ფრიცი დაამარცხა.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

"საჩემპიონო ტალღა" კრისტალბეთზე!

"საჩემპიონო ტალღა" კრისტალბეთზე!

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში