ისტორიაში პირველად -
Aa
Aa

ისტორიაში პირველად - "ეფესი" ევროლიგის ჩემპიონია !

საკალთბურთო ევროლიგას „ეფესის“ სახით ახალი ჩემპიონი ჰყავს.

ფინალურ შეხვედრაში ერგინ ატამანის შეგირდება „ბარსელონა“ ანგარიშით 86:81 დაამარცხეს და ისტორიაში პირველად ევროლიგის ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს.

საჩემპიონო მატჩის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი ვასილი მიჩიჩი გახდა,რომელმაც პარკეტზე 34:54 წუთი დაჰყო და ამ დროის განმავლობაში 25 ქულა შეასრულა. ასევე „ეფესის“ რიგებში 21 ქულით შეინ ლარკინი გამოირჩა. 

„ბარსელონას“ საუკეთესო კალათბურთელი კი კორი ჰიგინდი იყო,რომელმაც კატალონიურ კლუბს 23 ქულა შესძინა.

შეგახსენებთ,რომ ევროლიგის ბრინჯაოს მედლები „ოლიმპია მილანომ“ დაისაკუთრა.

მესამე ადგილის მატჩში იტალიელებმა თორნიკე შენგელიას „ცსკა“ 83:73 დაამარცხეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები