Aa Aa
30 მაისი 2021  |  20:07

სენსაცია როლან გაროსზე - ტიმი პირველივე წრეში დამარცხდა

„როლან გაროსის“ პირველ წრეში სენსაცია დაფიქსირდა. ტურნირის ერთ-ერთმა ფავორიტმა და თიხის საფარზე კარგად მოასპარეზე დომინიკ ტიმმა პაბლო ანდუხართან 5 სეტში  6:4 7:5 3:6 4:6 4:6 წააგო. შეხვედრა 4 საათი და 29 წუთი გრძელდებოდა.

ავსტრიელი ჩოგბურთელი პირველი ორი სეტის განმავლობაში კორტზე დომინირებდა, თუმცა შემდეგ ყველაფერი შეიცვალა და ანდუხარის დრო ჩაირთო. აღსანიშნავია, რომ ეს ჩოგბურთელები ისტორიაში მეოთხედ შეხვდნენ ერთმანეთს და ესპანელმა დომინიკი პირველად დაამარცხა.

ამ მომენტისთვის პაბლო მსოფლიო რეიტინგში 68-ე პოზიციას იკავებს. მომდევნო ეტაპზე ანდუხარი რადუ ალბოტს ან ფედერიკო დელბონისს დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, რომ დომინიკ ტიმი გასული წლის „როლან გაროსის“ მეოთხედფინალისტია. ანდუხარმა გამარჯვება საკმაოდ ემოციურად გამოხატა.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

"საჩემპიონო ტალღა" კრისტალბეთზე!

"საჩემპიონო ტალღა" კრისტალბეთზე!

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში