NBA-ს დღევანდელი გამორჩეული მატჩების დეტალური განხილვა
Aa
Aa

NBA-ს დღევანდელი გამორჩეული მატჩების დეტალური განხილვა

ინდიანა - საკრამენტო

ბოლო ტურში სტუმრად მინესოტას დამარცხების შემდეგ, ინდიანა შინაურ კედლებში საკრამენტოს მიიღებს. მასპინძლებს, ბოლო ხუთი საშინაო შეხვედრიდან, ოთხი მოგება აქვთ აქტივში. 23 მოგებით და 22 წაგებით, ინდიანა აღმოსავლეთ კონფერენციის მე-6 ადგილს იკავებს.

 

ზედიზედ ორი მატჩის მოგება შეძლო საკრამენტომ. მეფეებმა, ბოლო ტურში სულაც მოქმედი ჩემპიონი - კლივლენდი დასცეს მისსავე მოედანზე 116-112. ბოლო ხუთი გასვლიდან, სტუმრებს სამი მოგება დაუგროვდათ. 18 მოგების წილ 27 მარცხით, საკრამენტო დასავლეთ კონფერენციის მე-10 პოზიციაზე იმყოფება.

გუნდების ბოლო ხუთი ურთიერთშეხვედრიდან, ოთხში გამარჯვება საკრამენტოს დარჩა. ინდიანა ბოლო ხუთ საშინაო შეხვედრაში, საშუალოდ 112.4 ქულას აგროვებს. საკრამენტო თავის მხრივ, ბოლო ხუთ გასვლაზე საშუალოდ 107.6 ქულას უშვებს.

უპრიანი იქნება ვიფიქროთ, სავსებით ლოგიკური @ 1

ტრავმები :

ინდიანა - კევინ სერაფინი, როდნი სტაკი;

საკრამენტო - რუდი გეი, ომრი კასპი.

 

 

ბოსტონი - ორლანდო

ბოლო ტურში, ჰიუსტონთან შინ გრანდიოზული გამარჯვების შემდეგ,  ბოსტონი მოგებათა სერიის გადაბმას ორლანდოსთან შეეცდება. ბოსტონმა, ბოლო ხუთი საშინაო შეხვედრიდან, სამის მოგება მოახერხა. 27 გამარჯვებით და 18 მარცხით, მწვანეები აღმოსავლეთ კონფერენციის მე-3 ადგიზლე იმყოფება.

 

მიჯრით ორი წაგება დაუგროვდა ორლანდოს. ბოლო ტურში, მეჯიქი შინ ჩიკაგოსთან დამარხდა 92:100. ბოლო ხუთი გასვლითი შეხვედრიდან, ორლანდოს მხოლოდ 1 მოგება აქვს აქტივში. 18 მოგებით და 29 მარცხით, მეჯიქსი აღმოსავლეთ კონფერენციის მე-13 პოზიციაზე იმყოფება.

 

გუნდების ბოლო ხუთი ურთიერთშეხვედრიდან, სამში გამარჯვება ბოსტონს დარჩა, ხოლო როცა მასპინძელი ბოსტონი იყო, ხუთივე სელტიქსის სასარგებლოდ დამთავრდა. ბოსტონი, ბოლო ხუთ საშინაო შეხვედრაში, საშუალოდ 114.8 ქულას აგროვებს. ორლანდო კი, ბოლო ხუთ გასვლით შეხვედრაში, საშუალოდ 114.2 ქულას უშვებს.

ყველანაირი წინაპირობით და ფავორიტის სტატუსის გათვალისწინებით, ბოსტონის ფორა 1 @   -5.5

 

ტრავმები :

ბოსტონი - ევერი ბრედლი, ტაილერ ზელერი, დემეტრიუს ჯექსონი.

ორლანდო - ჯოდი მიქსი, ს.ჯ ვილკოქსი, დ.ჯ აგუსტინი, ევან ფურნიე.

 

 

 

ფილადელფია - ჰიუსტონი

ზედიზედ ორი გამარჯვების შემდეგ, ფილადელფია შინ ჰიუსტონს მიიღებს. მასპინძლებს, ბოლო ხუთივე საშინაო შეხვედრა მოგებული აქვთ. ამის ხარჯზე, მათ 17 გამარჯვება და 27 მარცხი დაგუროვდათ, რისი წყალობითაც აღმოსავლეთ კონფერენციის მე-12 ადგილზე გადაინაცვლეს.

 

კარგი სერიის შემდეგ, მცირედი ჩავარდნა აქვს ჰიუსტონს. როქეთსმა ზედიზედ ორი მარცხი განიცადა. ბოლო ხუთ გასვლით შეხვედრაში, ჰარდენს და კამპანიას ორი მოგება აქვს აქტივში. 34 მოგებით და 15 მარცხით, ჰიუსტონი დასავლეთ კონფერენციის მე-3 ადგილს სჯერდება,

 

გუნდების ბოლო ხუთი ურთიერთშეხვედრიდან, სამში გამარჯვება ჰიუსტონს დარჩა. ფილადელფია, ბოლო სამ საშინაო შეხვერდაში, საშუალოდ 97 ქულას იღებს საკუთარ კალათში. ჰიუსტონი კი ბოლო სამ გასვლით შეხვედრაში, საშუალოდ 114 ქულას აგროვებს.

ვფიქრობთ, დროა მასპინძელთა საშინაო ჰეგემონია დამთავრდეს, მით უმეტეს, რომ ჰარდენი და კამპანია  ზე-მოტივირებული გავა პარკეტზე აღნიშნული თამაშის მოსაგებად. დასავლეთ კონფერენციის ერთ-ერთ ლიდერს, ამის ძალა ნამდვილად შესწევს.

 

ტრავმები :

ფილადელფია - ჯოელ ემბიდი, ბენ სიმონსი;

ჰიუსტონი - ერიკ გორდონი.

 

 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები