Aa Aa
17 მაისი 2021  |  00:41

Crystalbet ეროვნული ლიგა - მე-14 ტური

Crystalbet ეროვნული ლიგის მე-14 ტურში 5 თამაში გაიმართა. ხუთივე შეხვედრა მასპინძლებმა მოიგეს.

„სამგურალმა“ შუქურას“ უმასპინძლა და კუხიანიძის ერთადერთი გოლის წყალობით დაამარცხა.

კუხიანიძის გოლი

გორის „დილას“ ცუდი პერიოდი უდგას. გორელები ქუთაისის „ტორპედოს“ სტუმრად შეხვდნენ. მასპინძლებმა ფადი ზიდანის ერთადერთი გოლის წყალობით გაიმარჯვეს და მნიშვნელოვანი ქულები მოიპოვეს.

ზიდანის გოლი 

შოთა ბაბუნაშვილის კომენტარი

ცენტრალური დაპირისპირება გაიმართა ბათუმში. „დინამომ“ „საბურთალოს“ უმასპინძლა და 4:1 დაამარცხა. ხსენებულ დაპირისპირებაში ყველაზე საინტერესო ფაქტი პირველ ტაიმში მოხდა.

მასპინძელთა შემტევმა ლაშა შინდაგორიძემ თბილისელებს შორიდან ძლიერად დაურტყა. ბურთი ძელს მოხვდა.

ერთი შეხედვით ისე ჩანდა, რომ თითქოს ბურთმა კარის ხაზი გადაკვეთა. შეხვედრის არბიტრმა გიორგი ყრუაშვილმა ასე დაინახა და გოლი ჩათვალა. გამეორებაზე გამოჩნდა, რომ ბურთმა არათუ კარის ხაზი გადაკვეთა, არამედ ხაზსაც თითქმის არ შეხებია.

ამ მომენტს თბილისელთა მხრიდან დიდი პროტესტი მოჰყვა. „საბურთალომ“ სტადიონის დატოვებაც კი გადაწყვიტა, თუმცა საბოლოოდ ყველა დამშვიდდა და მატჩი გაგრძელდა.

ბათუმელთა მხრიდან თავი შინდაგორიძემ, მამუჩაშვილმა, ფანცულაიამ მანჯგალაძემ და გამოიჩნეს. თბილისელთაგან კი ერთადერთი გოლი გიორგი კოხრეიძის ანგარიშზეა.

მატჩის მიმოხილვა

გია გეგუჩაძის კომენტარი

ხვიჩა შუბითიძის კომენტარი

თბილისის „დინამომ“ „თელავს“ უმასპინძლა და გაჭირვებით 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი 18 წლის საბა ხვადაგიანის ანგარიშზეა.

ხვადაგიანის გოლი

უკანასკნელი მატჩი კი თბილისში გაიმართა. „ლოკომოტივმა“ „სამტრედიას“ უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა. მასპინძელთა მხრიდან გოლები ულად ომარმა(2) და იაკობიძემ გაიტანეს. „სამტრედიიდან“ კი თავი მათე კვირკვიამ გამოიჩნა.

მატჩის მიმოხილვა

გიორგი დეკოანოსიძის კომენტარი

გია ცეცაძის კომენტარი

სატურნირო მდგომარეობა

31-31 ქულით ბათუმის და თბილისის „დინამო“ პირველ მეორე ადგილებს იყოფენ. ცხრილის სათავეში გია გეგუჩაძის გუნდია.

მესამე პოზიციაზე ზედიზედ 2 წაგების მიუხედავად კვლავ გორის „დილაა“. მეოთხეზე „ლოკომოტივი“ გახლავთ  21 ქულით. ამავე რაოდენობის ქულა აქვს „საბურთალოსაც“ და მეხუთე პოზიციაზე იმყოფება.

მე-6 ადგილი - „სამგურალი“ 19 ქულა

მე-7 ადგილი „შუქურა“ 14 ქულა

მე-8 ადგილი „ტორპედო“ 13 ქულა

მე-9 ადგილი „სამტრედია“ 9 ქულა

მე-10 ადგილი „თელავი“ 8 ქულა

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

"საჩემპიონო ტალღა" კრისტალბეთზე!

"საჩემპიონო ტალღა" კრისტალბეთზე!

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში