Aa Aa
16 მაისი 2021  |  17:52

მბაპეს წასვლა უნდა - პსჟ ლევანდოვსკის უმიზნებს

ესპანური AS-ის ცნობით, მბაპე ნეიმარისგან განსხვავებით პსჟ-ში დარჩენას არ გეგმავს და კლუბთან ახალ კონტრაქტზე ხელის მოწერას არ აპირებს.

კილიანის ხელშეკრულებას ვადა 2022 წელს ეწურება და თუ ამ ზაფხულს მისი გახანგრძლივება არ მოხდა, პარიზელებს 2 არჩევანი დარჩებათ: პირველი - გაყიდონ მბაპე რაც შეიძლება სარფიანად. მეორე - გუნდში კიდევ ერთი წლით დაიტოვონ და შემდეგ უფასოდ გაუშვან.

L'Equipe-ის ცნობით, პსჟ-მ მბაპეს შემცვლელად რობერტ ლევანდოვსკი შეარჩია, რომელმაც შესაძლოა ზაფხულში „ბაიერნი“ დატოვოს. პარიზელები თადარიგს იჭერენ და ექსტრაკლასის ფორვარდს უკვე ეძებენ.

ESPN-ი კი წერს, რომ თუ პსჟ მბაპეს დაყოლიებას ვერ შეძლებს, კლუბი მის ნაცვლად მუჰამედ სალაჰის შეძენას შეეცდება. რომელი ინფორმაციაა უფრო სანდო, ამას მალე გავიგებთ.

რეალი მბაპეს გადასაბირებლად ემზადება

ესპანური პრესა წერს, რომ ფლორენტინო პერესი ფინანსების მობილიზებას ახერხებს და ზაფხულში მბაპეს გასაფორმებლად ემზადება. პსჟ-ს ნეიმარისგან განსხვავებით, კილიანისთვის გაცილებით დიდი ბრძოლის გადატანა მოუწევს.

22 წლის ფრანგი შემტევის ხელშეკრულებას ვადა 2022 წელს გასდის და თუ პსჟ-მ მისი დარწმუნება ვერ შეძლო, ნასერ ალ ხელაიფის მბაპეს გაყიდვა 2021 წლის ზაფხულში მოუწევს.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

"საჩემპიონო ტალღა" კრისტალბეთზე!

"საჩემპიონო ტალღა" კრისტალბეთზე!

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში