Aa
Aa

"საკუთარი თავის ისევ უნდა დავიჯეროთ" - ტუხელი ფინალის წაგების შემდეგ

FA Cup-ის ფინალში ლონდონის „ჩელსი“ „ლესტერს“ შეერკინა. მიუხედავად დიდი უპირატესობისა „არისტოკრატები“ მინიმალური ანგარიშით 0:1 დამარცხდნენ. მატჩის დასრულების შემდეგ, ლონდონელთა დამრიგებელმა ტომას ტუხელმა კომენტარი გააკეთა.

რა თქვა ტუხელმა?

„სათქმელი ბევრი არაფერი მაქვს. ყურადღებას მხოლოდ ჩვენს თამაშზე ვამახვილებთ. ამას კი ყოველ ჯერზე ვაკეთებთ. ფინალში წაგებას გამართლება არ აქვს. ჯობს იმაზე ვისაუბროთ რა გავაკეთეთ კარგად და რა უნდა გავაკეთოთ უკეთესად მომავალში.

სპორტი ასეთია. არ არსებობს გუნდი, რომელიც არ წააგებს. ინდივიდუალურ სპორტშიც ასეა. არ არსებობს სპორტსმენი, რომელიც მუდამ მოიგებს. ახლა მთავარია ეს მარცხი დავივიწყოთ, ძალები აღვიდგინოთ, საკუთარი თავის ისევ დავიჯეროთ და შემდეგი მატჩისთვის მოვემზადოთ.

ტიტული ვერ მოვიგეთ და ამის გამო დამწუხრებულები ვართ. ეს მდგომარეობა დიდ ხანს არ უნდა გაგრძელდეს. წინ პრემიერ ლიგაში 2 მნიშვნელოვანი მატჩი გვაქვს და შემდეგ ჩემპიონთა ლიგის ფინალი.“

„ჩელსის“ ფინალებში უჭირს

2018 წლიდან დღემდე ლონდონელები 6 ფინალში გავიდნენ და ხუთჯერ დამარცხდნენ.

„ჩელსი“ 2018 წელს „ქუმუნითი შილდის“ ფინალში დამარცხდა. 2019 წელს ინგლისის ლიგის თასი დათმო. იმავე წელს ევროპის ლიგა მოიგო. 2019-ში „არისტოკრატებმა“ უეფა-ს სუპერ თასიც დათმეს. 2020 და 2021 წელს კი FA Cup-ის ფინალში დამარცხდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები