ლესტერის მორიგი გმირობა -
Aa
Aa

ლესტერის მორიგი გმირობა - "მელიებმა" ჩელსი FA Cup-ის ფინალში დაამარცხეს!

დასრულდა 2021 წლის FA Cup-ის ფინალი „ჩელსისა“ და „ლესტერს“ შორის. „მელიებმა“ მორიგი სენსაცია შემოგვთავაზეს და ტომას ტუხელის საკმაოდ კარგი გუნდი უმძიმეს ბრძოლაში ტილემანსის ულამაზესი გოლის წყალობით 1:0 დაამარცხეს. ისტორიაში პირველად „ლესტერმა“ ხსენებული გათამაშება მოიგო.

„არისტოკრატები“ მთელი მატჩს განმავლობაში უპირატესობას თითქმის ყველა კომპონენტში ფლობდნენ, თუმცა შმეიხელის კარის აღება ვერ მოახერხეს. ტომას ტუხელს შეეძლო, რომ „ჩელსიში“ პირველი ტიტული მოეგო, მაგრამ არც ეს გამოვიდა.

შეხვედრის 89-ე წუთზე ვეს მორგანმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა, მაგრამ ვიდეო რეფერის გადამოწმების შემდეგ დადგინდა, რომ იმ მომენტში თამაშგარე მდგომარეობა იყო და გოლი არ ჩაითვალა.

მაშ ასე, „ლესტერმა“ საკუთარი არსებობის ისტორიაში, ინგლისის მასშტაბით რიგით მე-2 გამორჩეული ტიტული მოიგო. პირველი 2016 წელს პრემიერ ლიგა, ხოლო 5 წლის შემდეგ „მელიები“ FA Cup-ის მფლობელები გახდნენ. ცნობისთვის, ასოციაციის თასის ფინალში ბოლოს „ლესტერი“ 1961 წელს იყო, სადაც „მანჩესტერ სიტისთან“ 0:1 დამარცხდა. ხსენებულ მატჩში ერთადერთი გოლი ნილ იანგმა გაიტანა, რომელიც 2011 წელს 66 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები