მე-5 მარცხი - ტოჩინოშინის მდგომარეობა რთულდება
Aa
Aa

მე-5 მარცხი - ტოჩინოშინის მდგომარეობა რთულდება

„ნაცუ ბაშოს“ მე-7 დღეს ტოჩინოშინის მეტოქე მე-8 მაეგაშირა შოტა ენდო იყო, რომელთანაც იორიკირის ილეთით დამარცხდა.

გორგაძე ენდოს დღევანდელ ბრძოლამდე კარიერაში 16-ჯერ იყო შეხვედრილი, რომელთაგან 9-ჯერ გამარჯვება ქართველს დარჩა, 7-ჯერ კი მეტოქეს.

ამჯერად ლევანმა ბრძოლა ცუდად დაიწყო. მეტოქეს პირველი კონტაქტი უკეთესი ჰქონდა და უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვია. ენდომ ტოჩინოშინს ამოსუნთქვის საშუალება არ მისცა და დოჰიოდან მალევე გადაიყვანა.

ამრიგად, ქართველი რიკიშის მოგება-წაგებათა ბალანსი 7 დღის შემდეგ 2-5-ზე აქვს.

ტურნირის მე-8 დღეს ტოჩინოშინის მეტოქე მე-11 მაეგაშირა ჩიოშომა ფუჯიო იქნება, რომელსაც სულ 3-ჯერ დაუპირისპირდა. 2-ჯერ მეტოქემ მოიგო, 1-ჯერ კი გორგაძემ. აღსანიშნავია, რომ მათი ბოლო დაპირისპირება 2017 წელს შედგა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები