ქამარში ჩაავლო და დოჰიოდან გადაიყვანა - ტოჩინოშინის ბრწყინვალე გამარჯვება
Aa
Aa

ქამარში ჩაავლო და დოჰიოდან გადაიყვანა - ტოჩინოშინის ბრწყინვალე გამარჯვება

''ნაცუ ბაშოს“ მე-6 დღეს ტოჩინოშინის მეტოქე მე-9 მაეგაშირა კაგაიაკი იყო. ლევან გორგაძემ ძალიან დაძაბულ ბრძოლაში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა, მან მეტოქეს ქამარში მძლავრად ჩაავლო და მეტოქე დოჰიოდან გადაიყვანა. ტოჩინოშინმა იორიკირის ილეთით გაიმარჯვა.

დღევანდელ შეხვედრამდე ქართველი გოლიათი კაგაიაკის 7-ჯერ დაუპირისპირდა და 6-ჯერ დაამარცხა. ასე რომ ამ შეხვედრამდე ტოჩინოშინი ფავორიტად მიიჩნეოდა.

''ნაცუ ბაშოს'' მე-7 დღეს ტოჩინოშინის მეტოქე მე-8 მაეგაშირა ენდო იქნება. მათი 16 შეხვედრიდან ლევან გორგაძემ 9 დაპირისპირება გამარჯვებით დაასრულა, 7-ჯერ კი დამარცხდა.

''ნაცუ ბაშოს“ მიმდინარე ტურნირზე ტოჩინოშინმა 6 შეხვედრიდან მხოლოდ 2 მოიგო, 4-ჯერ დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები