Aa Aa
13 მაისი 2021  |  22:12

ორჯერ აგებდა - ნადალის დიდებული ქამბექი შაპოვალოვთან

2021 წლის რომის მასტერსის მერვედფინალში ერთმანეთს რაფაელ ნადალი და დენის შაპოვალოვი შეხვდნენ. მატჩი საოცარი საყურებელი და ძალიან დრამატული აღმოჩნდა. კანადის სახელით მოასპარეზე რუსი ჩოგბურთელი პირველ და მეორე სეტს იგებდა, 2 მატჩ პოინტიც ჰქონდა, თუმცა გამოცდილ ესპანელთან მაინც დამარცხდა.

შაპოვალოვმა რაფაელი პირველ სეტში პირწმინდად დაჯაბნა და 6:3 მოუგო. მეორე სეტში კი ბრეიკიანი უპირატესობით 3:0-ს იგებდა, მაგრამ ნადალმა დაბრუნება შეძლო და 6:4 გაიმარჯვა

მესამე სეტში, იმ დროს, როდესაც დენისის სასარგებლოდ 6:5 იყო და ნადალი აწვდიდა, შაპოვალოვს 2 მატჩ პოინტი ჰქონდა, მაგრამ ვერ გამოიყენა. თამაში ტაი ბრეიკამდე მივიდა, სადაც "მატადორმა" საკუთარი კლასი გამოავლინა და მეტოქე 7:3 დაამარცხა. შეხვედრა 3 საათი და 30 წუთი გრძელდებოდა.

საბოლოო ჯამში ნადალმა 3:6 6:4 7:6 იმარჯვა და მეოთხედფინალში გავიდა. შემდეგ ეტაპზე 20 შლემის მფლობელი ალექსანდრ ზვერევს შეხვდება, რომელთანაც მადრიდის მასტერსზე დამარცხდა.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

"საჩემპიონო ტალღა" კრისტალბეთზე!

"საჩემპიონო ტალღა" კრისტალბეთზე!

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში