Aa Aa
9 მაისი 2021  |  16:50

ცრუ დაპირება - ბარსელონაში თვლიან, რომ ნეიმარმა ისინი გამოიყენა

ნეიმარმა პსჟ-სთან კონტრაქტი 2025 წლამდე გაახანგრძლივა და ამით „ბარსელონაში“ შესაძლო დაბრუნების შესახებ არსებულ ჭორებს წერტილი დაუსვა.

ბოლო დღეებში აქტიურად იწერებოდა, რომ ბრაზილიელი ჩემპიონთა ლიგაზე მორიგი იმედგაცრუების შემდეგ „კამპ ნოუზე“ დაბრუნებას გეგმავდა და „ბლაუგრანას“ საამისოდ თანხმობაც მისცა, თუმცა როგორც საბოლოოდ გაირკვა ყველაფერი სხვაგვარად ყოფილა.

„ბარსელონა“ თვლის, რომ ნეიმარმა ისინი პსჟ-სთან მოლაპარაკებებისთვის გამოიყენა.

რა და როგორ იყო - ნეიმარმა ბარსა გამოიყენა?

ერთი თვის წინ ბარსელონამ ნეიმართან მოლაპარაკებისთვის პარიზში წარმომადგენელი გაგზავნა და თითქოს მის საბოლოო დაბრუნებას საფუძველი ჩაეყარა.

კლუბის წარმომადგენელთან საუბარში ფეხბურთელმა დაბრუნების სურვილი გამოთქვა. თუმცა, რამდენიმე კვირის შემდეგ მან პსჟ-სთან კონტრაქტი გააგრძელა. ბრაზილიელის ამ გადაწყვეტილების შემდეგ, „ბარსელონა“ იმედგაცრუებულია და გრძნობს, რომ ნეიმარმა ისინი გამოიყენა.

RAC1-ის ცნობით, ბარსელონაში თვლიან, რომ ნეიმარმა კატალონიელები პარიზელთა გამოსაფხიზლებლად გამოიყენა, შედეგად კი მან სასურველი 4-წლიანი კონტრაქტი მიიღო.

უკვე დღეს, ესპანურმა Sport-მა დაწერა, რომ „ბარსას“ ნომერ პირველი სამიზნე კვლავ ერლინგ ჰოლანდი გახდა, რომელიც ნეიმარის ამბის გარკვევამდე გარკვეული დროით უკანა პლანზე იყო გადაწეული.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

"საჩემპიონო ტალღა" კრისტალბეთზე!

"საჩემპიონო ტალღა" კრისტალბეთზე!

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში