კლოპი:
Aa
Aa

კლოპი: "ტირილს არავინ დაიწყებს, თუ ჩემპიონთა ლიგის მიღმა დავრჩებით"

იურგენ კლოპმა „ლივერპულის“ ამჟამინდელ მდგომარეობაზე ისაუბრა და გაისად გუნდის ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩენის საფრთხე შეაფასა.

რა რისკებთან არის დაკავშირებული გუნდის ჩემპიონთა ლიგაზე ვერმოხვედრა.

„ჩვენ არ ვართ ბავშვები, რომლებიც ტკბილეულის მაღაზიიდან კანფეტს ვერ მიიღებენ.

ჩვენ ვართ პასუხისმგებელნი იმ სიტუაციაზე, რომელშიც აღმოვჩნდით. არავინ არ უყურებს ჩემპიონთა ლიგის მომავალ სეზონს და ტელევიზორის წინ და ტირილს დაიწყებს, თუ ჩვენ ტურნირის მიღმა დავრჩებით.

თუ ვინმეს რაიმე პრობლემა აქვს ამასთან დაკავშირებით, იმედი მაქვს, რომ სწრაფად შეგვიძლია გავერკვეთ და შევძლოთ სიტუაციის ადრეული მოგვარება. დარწმუნებული ვარ, რომ სწრაფად შემიძლია ამის გარკვევა.

ვიღაც რა თქმა უნდა, უკვე ფიქრობს, რომ ჩვენ შანსი არ გვაქვს, თუმცა ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს შანსები მოვხვდეთ ჩემპიონთა ლიგაზე და ამაზე კონცენტრირება უნდა მოვახდინოთ“.

შეგახსენებთ, რომ ბრიტანულმა პრესამ უკვე დაწერა მუჰამედ სალაჰის შესაძლო წასვლის შესახებ, თუ გუნდი ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩება. კლოპი მზადაა ყველა გაუშვას, ვისაც „ენფილდზე“ თამაშის სურვილი არ ექნება.

„ყველა ჩვენგანს შეუძლია რაიმე ახალი მოძებნოს, თუ ამის სურვილი იქნება. თუმცა, ვფიქრობ, რომ „ლივერპულიდან“ ამჟამად წასვლის მიზეზი მხოლოდ ამინდი თუ იქნება. სხვა რა მიზეზი შეიძლება არსებობდეს? ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კლუბი, რომელიც ფეხბურთელებს საკმაოდ მაღალ ხელფასებს უხდის.

შენ ხალხს გუნდში იძულებით ვერ დატოვებ, თუმცა ყველაფერი დროზეა დამოკიდებული“. - ამბობს კლოპი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები