L’Equipe: ნეიმარი პსჟ-სთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს
Aa
Aa

L’Equipe: ნეიმარი პსჟ-სთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს

გავლენიანი ფრანგული გამოცემა L’Equipe-ი წერს, რომ ნეიმარის საგა საბოლოოდ დასრულდება და ფეხბურთელი პარიზულ კლუბში 2026 წლამდე დარჩება.

წყაროს ცნობით, გარიგების დეტალები და შეთანხმება შესაძლოა დღესვე გასაჯაროვდეს.

თუ, გარიგება შედგა და ბრაზილიელმა პსჟ-სთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, ეს ნეიმარის საგას საბოლოოდ დაასრულებს. როგორც მოგეხსენებათ, მისი „ბარსელონაში“ შესაძლო გადასვლის შესახებ ჭორები ამჯერადაც ვრცელდება.

რამდენად სანდოა L’Equipe-ის ინფორმაცია?

ფრანგულმა გამოცემამ რამდენიმე დღის წინ სრულიად საპირისპირო რამ დაწერა. მათი ინფორმაციით, ნეიმარმა პარიზულ გრანდთან კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე გამართული მოლაპარაკებები შეაჩერა და აინტერესებს, „ბარსელონას“ რა მიზნები აქვს.

ნეიმარის გადაწყვეტილებაზე დიდი გავლენა ლიონელ მესის სამომავლო გეგმებმა მოახდინა. ეს უკანასკნელი „კამპ ნოუზე“ დარჩენასთან ძალიან ახლოსაა და ბრაზილიელი არ მალავს, რომ „ლა პულგას“ მხარდამხარ თამაში სურს.

ვნახოთ რა მოხდება ამჯერად და დასრულდება თუ არა 5-წლიანი სატრანსფერო საგა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები