Aa Aa
8 მაისი 2021  |  11:04

ტუხელი: "დე ბრუინს ჩელსიდან წასვლა სჭირდებოდა, ჰავერცს და ვერნერს არა"

ტომას ტუხელმა კევინ დე ბრუინის „ჩელსიდან“ წასვლის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ შესაძლოა ეს მისთვის კარგი გადაწყვეტილება იყო, თუმცა ვერნერისა და ჰავერცის შემთხვევაში გერმანელი სპეციალისტი ფიქრობს, რომ ისინი სწორ ადგილას, სწორ გუნდში იმყოფებიან.

„არ ვიცი, იმ დროს იქ არ ვიყავი. შეიძლება გაიფიქრო, რომ მისი გაშვება დიდი შეცდომა იყო, თუმცა შენ არასდროს იცი რა მოხდებოდა, თუ დე ბრუინი უკან გერმანიაში არ დაბრუნდებოდა და შემდეგ სიტიში არ გადავიდოდა.

იქნებ მას დრო სჭირდებოდა, ახალი ლიგა და ახალი გამოწვევები, რათა ამ დონემდე მოეღწია. ახლა ის გუნდის კაპიტანიც არის. შესაძლოა ეს მისთვის კარგი იყო.

პრემიერ ლიგა საუკეთესოა ყველა ფეხბურთელისთვის და მწვრთნელისთვის, რათა უმაღლეს დონეს მიაღწიონ. ბედნიერი ვარ, რომ ვერნერი და ჰავერცხი სათამაშოდ აქ მოვიდნენ. მათ კომფორტის ზონა დატოვეს და ურთულეს ლიგაში გადმოვიდნენ, მოვიდნენ გამარჯვებული მენტალიტეტის მქონე კლუბში.

ეს რთული გუნდია, აქ მეორე ან მესამე ადგილისთვის არ იბრძვიან. მათ გამოწვევა მიიღეს. პროცესი მარტივი არ იქნება, მაგრამ მათ გადაწყვეტილება უკვე მიიღეს და სანამ აქ იქნებიან გუნდისგან სრული მხარდაჭერა ექნებათ“.

შეგახსენებთ, რომ „ჩელსი“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში „მანჩესტერ სიტის“ დაუპირისპირდება. მატჩი 29 მაისს შედგება, თუმცა შესაძლოა მასპინძელი ქალაქი სტამბულის ნაცვლად ბირმინჰემი იყოს. ამის მიზეზი პანდემია და დიდი რისკებია.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

"საჩემპიონო ტალღა" კრისტალბეთზე!

"საჩემპიონო ტალღა" კრისტალბეთზე!

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში