ლუდოგორეცი, შალკე და ალკმაარი - ლაშა დვალი ევროპული კლუბების რადარზე
Aa
Aa

ლუდოგორეცი, შალკე და ალკმაარი - ლაშა დვალი ევროპული კლუბების რადარზე

ბულგარული გამოცემა, Sportal.bg „ფერენცვაროშის“ ქართველი ფეხბურთელის, ლაშა დვალის შესახებ წერს და იტყობინება, რომ მისი გადაბირება „ლუდოგორეცს“ სურს. „არწივები“ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის შემადგენლობის გაძლიერებას აპირებენ და როგორც ირკვევა, მათი ერთ-ერთი მთავარი სამიზნე 25 წლის ქართველი მცველი გახლავთ.

Sportal.bg-ის ინფორმაციით, „ლუდოგორეცი“ ერთადერთი არაა, ვინც დვალის შეძენით დაინტერესდა. ბულგარული გამოცემა გვარწმუნებს, რომ „არწივებს“ კონკურენციას „ალკმაარი“ და „შალკე“ გაუწევენ.

შეგახსენებთ, რომ ახლახან დვალმა „ფერენცვაროშთან“ კონტრაქტი ერთი წლით გაახანგრძლივა და უნგრეთის ჩემპიონის ღირსებას 2022 წლის ზაფხულამდე დაიცავს. Crystalsport-თან საუბრისას ლაშამ განაცხადა, რომ კლუბში თავს კარგად გრძნობს და „ფერენცვაროშს“ მხოლოდ იმ შემთხვევაში დატოვებს, თუ უფრო ძლიერი კლუბიდან შეთავაზებას მიიღებს (იხილეთ).

CrystalSport-თან ინტერვიუში ლაშა დვალმა აღნიშნა, რომ ''ლუდოგორეცს'' წლებია მის მიმართ ინტერესი აქვს. 2017 წელს დვალი ყაზახურ ''ირტიშში'' დიმიტარ დიმიტროვთან მუშაობდა და ამავე წელს დიმიტროვი ''ლუდოგორეცის'' მთავარი მწვრთნელი გახდა. გამოცდილ სპეციალისტს ქართველი მცველის ბულგარეთის გამორჩეულ კლუბში გადაბირება სურდა, თუმცა ''პოგონსა'' და ''ლუდოგორეცს'' შორის შეთანხმება არ შედგა, რის შემდეგაც დვალმა კარიერა ''ფერენცვაროშში'' გააგრძელა. შემდგომში დიმიტროვმა პოსტი დატოვა, თუმცა ქართველი მცველი დღემდე კლუბის ინტერესთა არეალშია (იხილეთ).

როგორც მოგეხსენებათ, დვალი მიმდინარე სეზონში უნგრეთის ჩემპიონი გახდა და რაც მთავარია, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე იასპარეზა, სადაც „ფერენცვაროშის" მეტოქეები „ბარსელონა", „იუვენტუსი" და კიევის „დინამო" იყვნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები