118-ე წუთზე მეკარე გააძევეს - კარში ფეხბურთელი ჩადგა და გუნდს პენალტების სერია მოაგებინა
მაროკოს თასის მეოთხედფინალში ერთმანეთს „მოღრებ ტეტუანი“ და „მაღრებ ფესი“ დაუპირისპირდნენ და გულშემატკივრებმა ნამდვილი დრამა იხილეს. შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ, 0-0 დასრულდა. გამარჯვებული ვერც დამატებითმა დრომ გამოავლინა და საბოლოოდ, თერთმეტმეტრიანების სერიაში „მოღრებ ტეტუანმა“ იმარჯვა.
საინტერესო ისაა, რომ 118-ე წუთზე, როცა ფეხბურთელები უკვე პენალტების დასარტყმელად ემზადებოდნენ, მასპინძელთა მეკარემ, იაჰია ელ-ფილალიმ საჯარიმოს გარეთ ხელით ითამაშა და მსაჯმა მას წითელი ბარათი უჩვენა. გოლკიპერის გაძევების შემდეგ, კარში მინდორზე მყოფი ერთ-ერთი ფეხბურთელი, ამპლუით ნახევარმცველი, ადილ ელ-ჰასნაუი ჩადგა და მატჩის გმირი გახდა.
ელ-ჰასნაუიმ ჯერ მეტოქის მიერ დარტყმული ჯარიმა აიღო, შემდეგ კი თერთმეტმეტრიანების სერიაში ფაქტობრივად შეუძლებელი შეძლო. მასპინძლებმა პენალტები ცუდად დაიწყეს და პირველივე დარტყმა გააცუდეს, თუმცა ელ-ჰასნაუიმ საკუთარ გუნდს შანსი დაუტოვა და მეტოქის მე-4 თერთმეტმეტრიანი მოიგერია.
წონასწორობის აღდგენის შემდეგ, ორივე გუნდის ფეხბურთელებმა 3-3 პენალტი გამოიყენეს, რის შემდეგაც მასპინძელთა მეკარემ კიდევ ერთხელ იყოჩაღა, მეორე თერთმეტმეტრიანი აიღო და საკუთარ გუნდს მომდევნო ეტაპის საგზური მოუპოვა.