''ურთულესმა პერიოდმა გამაძლიერა'' -  ''ზლატანი თუ რონალდუ? მათ ხასიათს გააჩნია''
Aa
Aa

''ურთულესმა პერიოდმა გამაძლიერა'' - ''ზლატანი თუ რონალდუ? მათ ხასიათს გააჩნია''

საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი ლაშა დვალი უნგრულ ''ფერენცვაროშთან'' ერთად ქვეყნის ჩემპიონი ზედიზედ მესამედ გახდა. მას 2019-20 წლების სეზონის დიდი ნაწილი მძიმე ტრავმის გამო გაუცდა, თუმცა შემდეგ დაბრუნდა, მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშა და ამავდროულად სერგეი რებროვის გუნდს ტიტულის შენარჩუნებაში დაეხმარა, ლაშა დვალთან ერთად უნგრეთის ჩემპიონი გიორგი ხარაიშვილი გახდა, რომელიც გასულ ზამთარში ''გიოტებორგიდან'' ''ფერენცვაროშში'' გადავიდა.

25 წლის მოთამაშე CrystalSport-თან ინტერვიუში მთავარ მწვრთნელ სერგეი რებროვზე, კლუბის პრეზიდენტ გაბორ კუბატოვზე, კარიერის ყველაზე რთულ პერიოდზე, კრიშტიანუ რონალდუსთან და ზლატან იბრაჰიმოვიჩთან დაპირისპირებებზე, ''ლუდოგორეცში'' ჩაშლილ ტრანსფერზე, წარსულში კლუბების ხშირ ცვლასა და ეროვნული ნაკრების დაცვის ხაზში არსებულ დიდ კონკურენციაზე საუბრობს.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში ლაშა დვალმა კლუბის მაისურით კრიშტიანუ რონალდუს წინააღმდეგ ითამაშა, ხოლო ნაკრების რიგებში ზლატან იბრაჰიმოვიჩს დაუპირისპირდა.

''ფერენცვაროშში'' ტრანსფერამდე ლაშა დვალი ''რედინგის'', რიგის ''სკონტოს'', ''ქასიმფაშას'', ''დუისბურგის'', ვროცლავის ''შლიონსკის'', ყაზახური ''ირტიშისა'' და პოლონური ''პოგონის'' ფეხბურთელი იყო. 2019 წლის ზამთარში ''პოგონიდან'' ''ფერენცვაროშში'' გადავიდა და მას შემდეგ უნგრეთის საუკეთესო კლუბში ასპარეზობს.

მიმდინარე სეზონში ქართველმა ცენტრალურმა მცველმა ყველა ტურნირის ჩათვლით ''ფერენცვაროშის'' რიგებში 25 მატჩი ჩაატარა (19 - უნგრეთის ჩემპიონატი, 6 - ჩემპიონთა ლიგა).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები