''კვეკვე'' ლეხის ლიდერად იქცა - მას ლეგია გვილიას შემცვლელად მოიაზრებს
Aa
Aa

''კვეკვე'' ლეხის ლიდერად იქცა - მას ლეგია გვილიას შემცვლელად მოიაზრებს

ვაკო გვილია ''ლეგიასთან'' ერთად პოლონეთის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა, თუმცა მიმდინარე სეზონში ოპტიმალური სათამაშო ფორმიდან ამოვარდა, სასტარტო შემადგენლობაში ადგილი დაკარგა და ტიტულის მოპოვებაში მნიშვნელოვანი წვლილი არ შეუტანია.  საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველს კლუბთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება, Niezalezna-ს ცნობით ხელშეკრულებაში ჩადებული პუნქტი, რაც ერთი წლით თანამშრომლობის გახანგრძლივებას გულისხმობს, არ ამოქმედდება.

გვილია ''ლეგიასთან'' ერთად ქვეყნის ჩემპიონი ორჯერ გახდა. გარდა ამისა, ''ბატეში'' ყოფნისას მან ბელარუსის ჩემპიონატი (2016, 2017) და სუპერთასი (2017) მოიგო.

პოლონური Igol-ი კვეკვესკირისა და გვილიას შესახებ საინტერესო სტატიას აქვეყნებს. შესაძლოა, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ კვეკვესკირმა პოზნანურ კლუბთან ახალი კონტრაქტი არ გააფორმოს და კარიერა ''ლეგიაში'' გააგრძელოს. ვარშავული გუნდი კრეატიულ საყრდენს გვილიას შემცვლელად მოიაზრებს.

ნიკა კვეკვესკირი პოლონური კლუბის მოთამაშე გასულ ზამთარში გახდა, როცა გუნდის მთავარი მწვრთნელი დარიუშ ზურავი იყო. ზურავი ქართველს არ ენდობოდა, თუმცა შემდეგ ზურავი გუნდიდან წავიდა და ის მაცეი სკორჟამ შეცვალა. სკორჟას დანიშვნის შემდეგ კვეკვესკირმა სასტარტოში ადგილი დაიმკვიდრა. Igol-ი კვეკვესკირს სკორჟას ფორმაციის ''ლეხის'' საუკეთესო ფეხბურთელად აღიარებს. ასევე, გამოცემის მიხედვით კვეკვესკირი ქომაგთა ფავორიტ მოთამაშედ იქცა, სკორჟას ფორმაციის ''ლეხის'' სიმბოლო და ლიდერია, პარალელურად კი მისი დამატებით ჩემპიონი ''ლეგია'' დაინტერესდა. ამ ეტაპზე ამ საკითხთან დაკავშირებით მხარეებს გადაწყვეტილება არ მიუღიათ.

მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ ''ლეგია'' ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს, ხოლო პოზნანურ გუნდს კონფერენს ლიგაზე თამაშის მიზერული შანსი აქვს დარჩენილი. სავარაუდოდ, შემდეგ სეზონში ''ლეხს'' ევროტურნირზე ვერ ვიხილავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები