Aa Aa
7 მაისი 2021  |  12:15

ქართველების მარცხი ყაზანში - მაისურაძე და სანებლიძე ასპარეზობას აგრძელებენ

ყაზანში მიმიდნარე ძიუდოს გრან სლემზე იმედა გოგოლაძე და საბა ინანეიშვილი პირველივე შეხვედრებში დამარცხდნენ.

90 კილოგრამ წონით კატეგორიაში გოგოლაძე ალჟირელ აბდერრაჰმანე ბენამადის დაუპირისპირდა და ბრძოლა ვაზარით დათმო.

ამავე წონაში ლუკა მაისურაძე ასპარეზობს,რომელმაც პირველ წრეში სენეგალელი აბდერაჰმანე დიალო დაამარცხა და მომდევნო წრეში შვედ მარკუს ნიმანს შეხვდება.

+ 100 კილოში კი ინანეიშვილმა თავის შეხვედრა კორეელ იაეგუ იანთან წააგო.

დღესვე საქართველოს სახელით ონისე სანებლიძე გამოვა. 100 კილოშ ქართველი ძიუდოისტის მეტოქე კუვეიტელი აბდულაჰ ტალები იქნება

შეგახსენებთ,რომ ყაზანში საქართველოს დელეგაციის ანგარიშზე 2 მედალია(1 ოქრო, 1 ბრინჯაო).

გრან სლემის გაამრჯვებული 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლუხუმ ჩხვიმიანი გახდა.

მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა ფინალში რუსეთის სახელით მოასპარეზე რობერტ მშვიდობაძე დაამარცხა.

ბრინჯაოს პრიზიორი კი 73 კილოში ნუგზარ ტატალაშვილი გახდა,რომელმაც მედლისთვის ბრძოლაში ბელარუსს ვაძიმ შოკას აჯობა. 

 

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

"საჩემპიონო ტალღა" კრისტალბეთზე!

"საჩემპიონო ტალღა" კრისტალბეთზე!

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში