სერია ა-ს აგენტი:
Aa
Aa

სერია ა-ს აგენტი: "ხვიჩა 1 სეზონით რუბინში უნდა დარჩეს"

ხვიჩა კვარაცხელიას გადაბირებით, რომ ევროპული გუნდები ინტერესდებიან ეს ახალი არ არის. ყველაზე დიდ ინტერესს კი ქართველი ტალანტის მიმართ ტურინის „იუვენტუსი“ იჩენს. ამასთან დაკავშირებით,  სერია ა-ს სკაუტი ალექს ველიკიხი საკუთარ მოსაზრებას matchtv-სთან აფიქსირებს.

რა თქვა ველიკიხმა?

„კვარაცხელიაზე მომავალზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. ერთ-ერთი კომპონენტი, რომელიც მან უნდა გაითვალისწინოს, არის ის, რომ გადავიდეს ისეთ გუნდში, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე იქნება. ვფიქრობ, თუ „რუბინი“ ევრო თასებზე გავა ხვიჩამ უნდა დაიცადოს და რუსულ კლუბში 1 სეზონით კიდევ დარჩეს. ჩემპიონთა ან ევროპის ლიგაზე გამოსვლა კვარაცხელიას უფრო პოპულარულს გახდის და საშუალებას მისცემს მოლაპარაკებები უფრო ძლიერი პოზიციიდან აწარმოოს.“

ხვიჩას სატრანსფერო ღირებულება.

ყაზანის ''რუბინის'' სპორტული დირექტორი ოლეგ იაროვინსკი ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო თანხის თაობაზე რუსულ მედიას ესაუბრა. მისი თქმით 20 წლის ქართველი ტალანტის სატრანსფერო თანხა 30 მილიონი ევროა. ''რუბინი'' ქართველის ტრანსფერთან მიმართებით წინადადებების განხილვისთვის მზადაა.

ოლეგ იაროვინსკი: ''ჩვენ ხვიჩას 30 მილიონ ევროდ ვაფასებთ''

ვინ ინტერესდება კვარაცხელიათი?

კვარაცხელიას არაერთ გუნდს უკავშირებენ. ძალიან დიდი ალბათობით ფეხბურთელი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ყაზანს დატოვებს და კარიერას ევროპაში გააგრძელებს. მის მიმართ არაერთი გუნდი იჩენს ინტერესს, მათ შორის არიან ტურინის ''იუვენტუსი'', ''მილანი'' და ''ნაპოლი''.

გასული თვის 26 აპრილს, La Gazzetta dello Sport-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვით ''იუვენტუსის'' ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედის შემთხვევაში, ქართველ ტალანტს ''იუვეში'' ვიხილავთ.

ხვიჩა „რუბინის“ თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

ყაზანის „რუბინის“ გულშემატკივრებმა ქართველი შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია კიდევ ერთხელ გამოარჩიეს. რუსული კლუბის ოფიციალურ საიტზე აპრილის თვის საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენად გამოკითხვა ჩატარდა და ქომაგების რჩეული „კვარა“ გახდა.

ხვიჩასთან ერთად, პრიზისთვის დარკო იევტიჩი, იური დიუპინი, ოლივერ აბილდგორი, ფილიპ ურემოვიჩი და კარლ სტარფელტი იბრძოდნენ, თუმცა კვარაცხელიამ დამაჯერებლად იმარჯვა და ხმების 90 პროცენტი მიიღო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები