მეგობრების დაპირისპირება 1/2 ფინალში
Aa
Aa

მეგობრების დაპირისპირება 1/2 ფინალში

მას შემდეგ, რაც როჯერ ფედერერმა მსოფლიოს პირველი ჩოგნის, ენდი მარეის დამმარცხებელი, მიშა ზვერევი, "ავსტრალიის ღია პირველობიდან" მარტივად გამოთიშა, მისი მორიგი მეტოქე, თანამემამულე და მეგობარი, სტენ ვავრინკა იქნება, რომელმაც თავის მხრივ 3 სეტში ჟო-ვილფრიდ ცონგას აჯობა. 

"მხიარული როჯერი" სტენს ურთიერთშეხვედრებში 18:3-ზე ამარცხებს და საინტერესოა, რომ ვავრინკას მიერ მოგებული სამივე მატჩი თიხის საფარზე შედგა. შესაბამისად, ჰარდზე ფედერერის უპირატესობა ერთმნიშვნელოვანი და თვალსაჩინოა. 

ხაზგასასმელია ისიც, რომ 35 წლის როჯერი, ჯიმი კონორსის შემდეგ გახდა ყველაზე ხანდაზმული ჩოგბურთელი, რომელიც "დიდი სლემის" ნახევარფინალში ითამაშებს. 1991 წლის "აშშ-ს ღია პირველობის" 1/2 ფინალური სტადიისას კონორსი 39 წლისა და 6 დღისა იყო.

ფედერერი-ვავრინკას შეხვედრა 26 იანვარსაა დაგეგმილი. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები