ისტორიაში პირველად - ჭიკაძე TOP-10 მებრძოლში შევიდა
Aa
Aa

ისტორიაში პირველად - ჭიკაძე TOP-10 მებრძოლში შევიდა

ისტორია დაწერილია გიგა ჭიკაძე 4 საფეხურით დაწინაურდა და UFC-ის ქვემსუბუქი წონის საუკეთესოთა ათეულში შევიდა. რითაც გახდა პირველი ქართველი მებრძოლი,რომელიც TOP-10-ის წევრია.

"პირველი ქართველი, რომელმაც UFC-ის რეიტინგის ტოპ ათეულის კარი შეაღო. ჩვენ ჯერ ვხურდებით. თქვენი ჩემპიონი მზად არის" - დაწერა გიგამ სოციალურ ქსელში

შეგახსენებთ,რომ აღდგომის დღეს ქართველმა მებრძოლამა ლას ვეგასში ზედიზედ მე-6 ბრძოლა მოიგო.

ჭიკაძის მეტოქე ამერიკელი კაბ სვანსონი იყო, რომელიც ქართველმა 1 წუთსა და 3 წამში დაამარცხა. გიგამ მეტოქეს დარტყმა ღვიძლში მიაყენა და იმწამსვე დააგდო. ასეთ სწრაფ გამარჯვებას ალბათ ბევრი არ მოელოდა. 

გიგასთან დაპირისპირებამდე 37 წლის ამერიკელს კარიერაში 38 ბრძოლა ჰქონდა გამართული და მის ანგარიშზე 27 მოგება და 11 მარცხი იყო.

სვანსონამდე გიგას ბრენდონ დევისი, ჯამალ ემერსი, ირვინ რივერა, ომარ ანტონიო მორალეს ფერერი და ჯეიმი სიმონსი ყავდა დამარცხებული.

ამავე დღეს მერაბ დვალიშვილმა UFC-ში თავისი მე-8 ბრძოლა გამართა და ზედიზედ მე-6 გამარჯვება გაიფორმა. ქართველმა მებრძოლმა 32 წლის ამერიკელი კოდი სტამანი არბიტრთა გადაწყვეტილების შედეგად 3-რაუნდიან ბრძოლაში დაამარცხა.

დვალიშვილი ერთი საფეხურით დაწინაურდა და თავის წონაშ 11-ე ადგილზე იმყოფება.

 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები