ფლამენგოს ვარსკვლავი ბარსაში? - წინასწარი შეთანხმება შედგა
Aa
Aa

ფლამენგოს ვარსკვლავი ბარსაში? - წინასწარი შეთანხმება შედგა

ესპანური სპორტული გამოცემა ESPN იუწყება, რომ „ბარსელონამ“ „ფლამენგოს“ ნახევარმცველთან გერსონთან შეთანხმებას მიაღწია და 35 მილიონი ევროს სანაცვლოდ, ბრაზილიელი ფეხბურთელი ზაფხულში კატალონიაში გადაბარგდება.

გეტყვით, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც 23 წლის ფეხბურთელის სახელი სხვადასხვა ევროპულ კლუბებს დაუკავშირეს. 2020 წელს, გერსონი ჯერ „ჩელსიში“ გადადიოდა, ხოლო შემდეგ „დორტმუნდში.“

გავრცელებული ინფორმაციით, ხსენებულმა კლუბებმა გერსონის შეძენა მისი კონტრაქტის გამოსასყიდი თანხის სიძვირის გამო გადაიფიქრეს. ახალგაზრდა ნახევარმცველის გამოსასყიდი თანხა 75 მილიონ ევროს შეადგენდა, თუმცა როგორც ჩანს ეს ციფრი შეიცვალა და „ბლაუგრანა“ მას გაცილებით იაფად ყიდულობს.

ცოტა რამ გერსონზე

მისი სრული სახელი და გვარი გერსონ სანტოს და სილვა გახლავთ. საფეხბურთო კარიერა 2012 წელს „ფლუმინენსეში“ დაიწყო. 2014 წელს, პირველ გუნდში გადავიდა სათამაშოდ და ბრაზილიური კლუბის საკუთრებაში 2019 წლამდე დარჩა.

2016 წელს გერსონი იჯარის წესით „რომაში“ გაანათხოვრეს, სადაც 2018 წლამდე დარჩა. ამის შემდეგ ბრაზილიელი 1 წლით „ფიორენტინაში“ წავიდა. 2019 წლის ზაფხულში კი „ფლამენგოს“ რიგებში ჩაირიცხა.

23 წლის ნახევარმცველმა კარიერაში ჯერჯერობით 228 ოფიციალური მატჩი ჩაატარა და 18 გოლი გაიტანა. "ფლამენგოში" გადასვლის შემდეგ, და სილვამ ლიბერტადორესის თასი, ბრაზილიის ჩემპიონშიფი, ბრაზილიის ორი სუპერ თასი და კარიოკას ჩემპიონშიფი მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები