ხმის მიცემა დაიწყო - შერმადინი საუკეთესო კალათბურთელის ტიტულისთვის იბრძვის
Aa
Aa

ხმის მიცემა დაიწყო - შერმადინი საუკეთესო კალათბურთელის ტიტულისთვის იბრძვის

გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო კალათბურთელის ტიტულისთვის იბრძვის.

საუკეთესო მოთამაშეს ხმის მიცემა გამოავლენს, რომელშიც მონაწილეობას ესპანეთის ჩემპიონატის კალათბურთელები, მწვრთნელები, ფანები და ჟურნალისტები მიიღებენ.

გამოკითხვა დღეს დაიწყო და 14 მაისამდე გაგრძელდება. ხმის მიცემისთვის უნდა შეხვიდეთ ესპანეთის ჩემპიონატის ოფიციალურ გვერდზე.

შეგახსენებთ,რომ გიორგი შერმადინი მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტჯერ (13) გახდა მატჩის საუკეთესო მოთამაშე.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები