შვედი მილიარდერი და ანრი-ბერგკამპი-ვიეირა - გაიყიდება არსენალი?
Aa
Aa

შვედი მილიარდერი და ანრი-ბერგკამპი-ვიეირა - გაიყიდება არსენალი?

არსენალის ლეგენდები ტიერი ანრი, დენის ბერგკამპი და პატრიკ ვეირა Spotify-ის მფლობელს (ქონება 3.4 მილიარდი ფუნტი) დანიელ ეკს შეუერთდნენ, რათა მან „არსენალი“ შეიძინოს.

„მეთოფეთა“ ქომაგები კლუბის ამჟამინდელ მფლობელს სტენ კროენკეს უბრალოდ ვერ იტანენ და „დიდ სამეულს“ დანიელ ეკთან ერთად სწორედ ამ გარემოების გამოყენება სურს.

„არსენალის“ გულშემატკივრებმა ლონდონის ქუჩებში მსვლეობა მოაწყვეს, სადაც 73 წლის კროენკეს ქანდაკება დემონსტრაციულად ჩამოახრჩვეს. ამით, მათ თავიანთი მკაცრი პოზიცია საჯაროდ დააფიქსირეს.

ეს ყველაფერი სუპერ ლიგის იდეის გაჟღერების შემდეგ მოხდა. იმავე საღამოს, დანიელ ეკმა თვითერზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ მას „არსენალის“ შეძენის შესაძლებლობის შესწავლა სურდა.

„ბავშვობიდან, რაც თავი მახსოვს არსენალის ქომაგი ვარ. თუ, KSE გადაწყვეტს, რომ კლუბი გაყიდოს, მე ამით სიამოვნებით დავინტერესდები“. - დაწერა ეკმა.

Daily Telegraph-ის თანახმად, ეკმა დასახმარებლად „არსენალის“ ლეგენდარულ სამეულს ანრი-ბერგკამპი-ვიეირას მიმართა.

შესაძლოა ტრიო კლუბში სამუშაოდ დაბრუნდეს, თუ ეკი „არსენალის“ შეძენას მოახერხებს.

კლუბის დირექტორი და მეპატრონის ვაჟი ჯოშ კროენკე ამტკიცებს, რომ „არსენალი“ არ იყიდება, თუმცა ბოლოს განვითარებული მოვლენები და ანრი-ბერგკამპი-ვიეირას ტრიოს გამოჩენა, მათზე ზეწოლას ზრდის.

”ლიდერობა შეცდომის აღიარებას ნიშნავს, ასევე გამოსწორებას და ბოდიშის მოხდას. საკუთარ თავს ვკითხეთ, რა არის უარესი: სუპერ ლიგა, თუ სუპერ ლიგა არსენალის გარეშე? საკუთარ თავს ასევე ვკითხეთ, რა უნდათ გულშემატკივრებს?

ჩვენს ქომაგებს მსოფლიოში სურთ, რომ არსენალმა რაც შეიძლება ხშირად ითამაშოს ბარსელონასთან. ინგლისელ ქომაგებს სურთ, რაც შეიძლება მეტი დიდი მატჩი იხილონ. მაგრამ თქვენ კვლავ გსურთ „თქვენი ცივი ღამეები სტოკში“. ახლა ჩვენ ხიდი უნდა ავაშენოთ და ასეც მოვიქცევით“. - უთხრა ჯოშ კროენკემ ქომაგებს.

ტიერი ანრი მხარს გულშემატკივრებს უჭერს და ამბობს, რომ ის გუნდს ვერ ცნობს. მისი თქმით ეს აღარ არის ის „არსენალი“, რომელმაც პრემიერ ლიგა ორჯერ მოიგო და ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშა:

„ეს კლუბი გულშემატკივრებს ეკუთვნის, მე მიყვარს კლუბი და მხარს ვუჭერ კლუბს, სანამ არ მოვკვდები, მაგრამ მე ჩემს კლუბს ვერ ვცნობ. ის რაც ახლა მოხდა, ისინი ცდილობენ გაწევრიანდნენ ლიგაში, რომელიც დაიხურა. ეს ყველაფერი ჩემთვის აზრსმოკლებულია.

ისინი კლუბს ისე მართავდნენ, როგორც კომპანია და არა საფეხბურთო კლუბი“. - ამბობს ანრი Daily Telegraph-თან საუბრისას.

აღმასრულებელი დირექტორი ვინაი ვენკატეშამი გულშემატკივრებსა და კლუბის ხელძღვანელობას შორის ხიდების აგებას ცდილობს. ბოდიშის მოსახდელად ის დაუკავშირდა პრემიერ ლიგის 14 კლუბის თითოეულ ხელმძღვანელს, რომლებიც სუპერ ლიგის პროექტში მონაწილეობას იღებდნენ.

„არსენალი არ იყო ამ წინადადების ავტორი, მიუხედავად იმისა, რასაც ბევრი ფიქრობს. ამ პროექტთან დაკავშირებით მატარებელი სადგურს ტოვებდა და ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება გაწევრიანების შესახებ. მივიღეთ ცუდი გადაწყვეტილება, საშინელი. ახლა ჩვენ კარგად უნდა მოვიქცეთ“. - ვინაი ვენკატეშამი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები