Aa
Aa

"ყველა პასუხს აგებს" - ჩეფერინმა 12 კლუბი კატეგორიებად დაყო

უეფას პრეზიდენტი ალექსანდრ ჩეფერინი კვლავ სუპერ ლიგაზე საუბრობს და გუნდებს დასჯით ემუქრება. მისი თქმით, ყველაზე მკაცრი სასჯელი „რეალს“, „იუვენტუსსა“ და „ბარსელონას“ ელით, რომლებიც ამ დრომდე იდეის ერთგულები რჩებიან.

„ვნახოთ რა მოხდება. საკუთარი გადაწყვეტილებებისთვის ყველამ თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. ჩვენ თავს ისე ვერ დავიჭერთ, რომ თითქოს არაფერი მომხდარა.

არ შეიძლება ასეთი რამ გააკეთო და შემდეგ თქვა: „დამსაჯეს იმიტომ, რომ არავის მოვწონვარ“. მათ არ აქვთ პრობლემები სხვის გამო, პირველ რიგში ეს მათ გამო მოხდა.

რაც მათ გააკეთეს ეს კარგი არ იყო. უახლოეს დღეებში მოვიფიქრებთ, თუ რას ვიზამთ ამ თემასთან დაკავშირებით.

პირადად ჩემთვის 6 ინგლისურ კლუბსა და სხვა გუნდებს შორის აშკარა სხვაობაა. მათ შეცდომა პირველებმა აღიარეს და ლიგა დატოვებს.

ჩემი გადმოსახედიდან ეს 12 კლუბი სამ კატეგორიად იყოფა: 6 ინგლისური კლუბი, რომლებმაც სუპერ ლიგა პირველებმა დატოვეს. შემდეგ მოდის სამეული - „ატლეტიკო“, „მილანი“ და „ინტერი“. ბოლოს კი „რეალი“, „ბარსელონა“ და “იუვენტუსი“ , რომლებიც ფიქრობენ, რომ დედამიწა ბრტყელია და მათი აზრით სუპერ ლიგა კვლავ არსებობს.

მათ შორის დიდი განსხვავებაა. ყველა პასუხს აგებს. რა გზით, ამას ვნახავთ“.

რა ხდება რეალურად? სუპერ ლიგა ჯერ არავის დაუტოვებია

ფლორენტინო პერესი იმედგაცრუებულია იმით, რაც სუპერ ლიგასთან დაკავშირებით ბოლო დღეებში მოხდა, თუმცა ოპტიმიზმს ინარჩუნებს და კლუბებს ახსენებს, რომ ასე ადვილად ისინი ტურნირს ვერ დატოვებენ.

„ახლა არ ვაპირებ ავხსნა, თუ როგორი სავალდებულოა ხელშეკრულებები. მაგრამ გეტყვით, რომ კლუბებს სუპერ ლიგის დატოვება არ შეუძლიათ.

ზოგიერთ მათგანს, ზეწოლის გამო, მოუწიათ ეთქვათ, რომ მიდიან. მაგრამ ეს პროექტი ან მსგავსი რამ გაგრძელდება და იმედი მაქვს, რომ მალე დასრულდება.

სუპერ ლიგა ჯერ კიდევ არსებობს და წევრები ჯერ კიდევ მასში არიან. ახლა ჩვენ მათ რამდენიმე კვირა მივეცით ფიქრისთვის. ჩვენ შევეჩეხეთ ძალადობას, რადგან ზოგიერთ ადამიანს თავისი ძალაუფლების დაკარგვა არ სურს და თავიანთი პრივილეგიებით მანიპულირებდნენ, რომ ჩვენი პროექტისთვის ხელი შეეშალათ“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები