ATP ბარსელონა: ნადალი VS ციციპასი - ფინალის წინ!
Aa
Aa

ATP ბარსელონა: ნადალი VS ციციპასი - ფინალის წინ!

ბარსელონას 500-ქულიანი კატეგორიის ტურნირის ფინალში რაფაელ ნადალი და სტეფანოს ციციპასი გავიდნენ. ეს მოთამაშეები არაერთხელ შეხვედრიან და შეიძლება ითქვას, რომ ერთმანეთს კარგად იცნობენ.

რაფაელ ნადალი

34 წლის ესპანელმა ფინალამდე ისეთი მოთამაშეები დაამარცხა, როგორებიც ივაშკა (3:6 6:2 6:4), ნიშიკორი (6:0 2:6 6:2), კამერუნ ნორი (6:1 6:4) და კარენო ბუსტა (6:3 6:2) არიან.

სტეფანოს ციციპასი

ბერძენი ჩოგბურთელი საკმაოდ გადაღლილია, რადგან ბარსელონას ტურნირამდე სტეფანოსმა მონტე-კარლოს მასტერსი მოიგო. მიმდინარე ჩემპიონატზე კი ციციპასმა ისეთ მოთამაშეებს მოუგო, როგორებიც ხაუმე მუნარი(6:0 6:2), და მინაური(7:5 6:3), ოჟე-ალიასიმი(6:3 6:3) და იანიკ სინერი(6:3 6:3) არიან. ნიშანდობლივია, რომ ახალგაზრდა ჩოგბურთელი ფინალამდე სეტის წაუგებლად მივიდა და შესანიშნავ ფორმაშ იმყოფება.

ნადალი VS ციციპასი

ეს მოთამაშეები კარიერაში ერთმანეთს 9-ჯერ შეხვდნენ. გასაკვირი არ არის, რომ 7 გამარჯვებით თავს რაფა იწონებს, ხოლო 2-ჯერ სტეფაონსმა იმარჯვა. აღსანიშნავია, რომ ბერძენმა ესპანელი 2021 წლის ავსტრალიის ღია პირველობის მეოთხედფინალში დაამარცხა.

გეტყვით იმასაც, რომ ნადალს ბარსელონას ტურნირი 11-ჯერ აქვს მოგებული და ამ ჩემპიონატზე ამდენი გამარჯვება სხვას არავის აქვს.

შეგახსენებთ, რაფაელ ნადალი ATP-ის ცოცხალ რეიტინგში ამჟამად 9610 ქულით მე-3 ადგილზე იმყოფება, ხოლო სტეფანოს ციციპასი 7980 ქულით მე-5 პოზიციას იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები