Aa Aa
23 აპრილი 2021  |  17:37

ამ ეტაპზე სანქციები გამოირიცხა - UEFA-მ ''სუპერლიგის'' დამფუძნებელ კლუბებზე იმსჯელა

UEFA-ს აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე ''სუპერლიგის'' დამფუძნებელ კლუბებთან მიმართებით შესაძლო სანქციების საკითხი განიხილეს. ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს გადაწყვეტილებით ''სუპერლიგის'' დამფუძნებელი კლუბების მიმართ ამ ეტაპზე სანქციები არ გატარდება. ასევე, ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის ნახევარფინალური მატჩები მოქმედი კალენდრის მიხედვით ჩატარდება, თუმცა შესაძლოა კლუბების მიმართ სანქციები მომავალში გატარდეს.

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასული 4 კლუბიდან 3 გუნდი ''სუპერლიგის'' დამფუძნებელი იყო. კერძოდ, მადრიდის ''რეალი'', ''მან. სიტი'' და ლონდონის ''ჩელსი'', ხოლო პსჟ ''სუპერლიგის'' შექმნაში არ მონაწილეობდა. ანალოგიურად მოხდება იმ კლუბებთან მიმართებით, რომლებიც ევროპა ლიგის ნახევარფინალში გავიდნენ და ''სუპერლიგის'' დამფუძნებლები არიან. კერძოდ, ''მანჩესტერ იუნაიტედისა'' და ''არსენალის'' მიმართ სანქციები არ გატარდება და ნახევარფინალურ დაპირისპირებებში მიიღებენ მონაწილეობას.

შეგახსენებთ, რომ სუპერლიგა ოფიციალურად რამდენიმე დღის წინ დაარსდა და ჩაეშვა „სუპერ ლიგის“ ვებგვერდიც, რომლიდანაც გავიგეთ, რომ გათამაშებას 12 დამფუძნებელი კლუბი ჰყავდა:

„მილანი“, „არსენალი“, „ატლეტიკო“, „ჩელსი“, „ბარსელონა“, „ინტერი“, „იუვენტუსი“, „ლივერპული“, „სიტი“, „იუნაიტედი“, „რეალი“ და „ტოტენჰემი“. ეს კლუბები და კიდევ 3 თანადამფუძნებელი, რომლებიც სადებიუტო სეზონამდე უნდა გარკვეულიყო, გათამაშების ფინალურ ეტაპზე ყოველ წელს ავტომატურად მოხვდებოდნენ, დამატებით 5 გუნდი კი საკვალიფიკაციო ეტაპის მეშვეობით შეირჩეოდა.

მსოფლიოში ცნობილი სპორტსმენების და მწვრთნელების, ასევე "უეფა-ს" და "ფიფა-ს" პროტესტის შემდეგ სუპერ ლიგა დაიშალა და ჯერჯერობით ახალ პროექტში მხოლოდ "რეალი" და "ბარსელონა" დარჩნენ.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

სპორტ კოქტეილი

სპორტ კოქტეილი

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში