Aa Aa
21 აპრილი 2021  |  16:39

კუმანი: "დროა ყველას ვაჩვენოთ, რომ ჩემპიონობა შეგვიძლია"

რონალდ კუმანმა „ხეტაფესთან“ გასამართი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

ნიდერლანდელმა სპეციალისტმა გარდა მატჩისა სუპერ ლიგის შესახებ დასმულ კითხვებსაც უპასუხა:

„წინ 8 მატჩია, ხვალ ხეტაფეს ვუპირისპირდებით, რაც მარტივი არ იქნება. სამეფო თასის მოგებით სიამოვნება მივიღეთ.

სუპერ ლიგა? გუშინ ლაპორტას ამ თემასთან დაკავშირებით ვესაუბრე და მან კლუბის პოზიცია გამანდო. გუშინდელის შემდეგ კი ბევრი რამ შეიცვალა. მირჩევნია, თუ ამ თემაზე მეტად არ ვისაუბრებ.

სუპერ ლიგაზე საუბარი დიდი ხნის წინ დაიწყო. ნიდერლანდებში ასევე მიდის განხილვა ჩვენი და ბელგიის ჩემპიონატის გაერთიანების შესახებ. ფეხბურთში ბევრი ისეთი საკითხია, რაც არ უნდა შეიცვალოს.

პიკეს პოსტი თვითერზე? მას ვეთანხმები.

ფეხბურთელთა ფიზიკური მონაცემები უმჯობესდება. რთული განრიგი გვაქვს, თუმცა ამ დონეზე თამაშით ბევრს მივაღწევთ. ბარსელონაზე წნეხი ყოველთვის იქნება. ლა ლიგის ლიდერთან სხვაობა საგრძნობლად შევამცირეთ და დროა ყველას ვაჩვენოთ, რომ ჩემპიონობა შეგვიძლია.

გუარდიოლას განცხადება? მას ვეთანხმები, რადგან უეფა მწვრთნელებსა და ფეხბურთელებს მატჩებთან დაკავშირებით არ უსმენს. მათთვის (უეფა) ფული ყველაზე მნიშვნელოვანია“.

„ბარსა“ „ხეტაფეს“ 22 აპრილს, თბილისის დროით 23:55 საათზე დაუპირისპირდება. „რეალის“ ქულების დაკარგვის შემდეგ, კუმანის გუნდი ახლა მხოლოდ საკუთარ თავზეა დამოკიდებული და თუ ყველა მატჩს მოიგებს, ლა ლიგის ჩემპიონობასაც გაიფორმებენ.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში