Aa
Aa

"მან კლუბი მიიტაცა", - კალდერონი პერესის გადადგომას ითხოვს

მადრიდის „რეალის“ ყოფილი პრეზიდენტი რამონ კალდერონი სუპერ ლიგის იდეას აკრიტიკებს და ფლორენტინო პერესის პოსტიდან გადაყენებას ითხოვს.

„ფეხბურთს ზურგიდან დაარტყეს. სიგიჟეა, რომ ეს ყველაფერი ასე დაუფიქრებლად გაკეთდა. როდესაც ფლორენტინოს ვუსმენდი, ეს უბრალოდ ცუდი ხუმრობა მეგონა. ღირსეული ნაბიჯი იქნება, თუ ის ამ ყველაფრის შემდეგ პოსტს დატოვებს.

სუპერ ლიგა უფრო მეტად მინი ლიგაა, რადგან მან მხოლოდ ორ დღეს გასტანა. იგი დაბადებიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. როგორც საფეხბურთო ადამიანი, მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს იდეა ვერ განხორციელდა, რადგან ეს ფეხბურთისთვის ზურგში დარტყმა იქნებოდა.

სიგიჟეა, რომ ეს ყველაფერი ფიქრის გარეშე მოხდა. ეს სულელური გზით გაკეთდა. ეს იყო ღალატი. განცხადება ღამის 12 საათზე გაკეთდა. ვერ წარმომიდგენია, რომ რომელიმე ფეხბურთელმა ეს ლიგა მიიღოს და ნაკრებში თამაშზე უარი თქვას. ვინც სუპერ ლიგა შექმნა, სულელები არიან.

პერესი ამბობდა, რომ ამას ფეხბურთის გადასარჩენად აკეთებდა. ეს ძალიან სასაცილო იყო. ფლორენტინო საჯაროდ უნდა გამოსულიყო და ეღიარებინა, რომ რეალი რთულ ეკონომიკურ მდგომარეობაში იმყოფება. კლუბმა მილიონები დაკარგა, ასევე 91 მილიონი ჩაიდო სტადიონის რეკონსტრუქციისთვის. ეს სხვა არაფერია, თუ არა ეკონომიკური კრიზისი.

პერესი, რომ გადადგეს ეს ღირსეული ნაბიჯი იქნება, მაგრამ ჩვენ მისგან ამას არ ველით. ის რეალის მფლობელი უფლების გარეშე გახდა. მან კლუბი მიიტაცა, რადგან მისი მოსვლის შემდეგ არჩევნები აღარ ჩატარებულა. მე ბოლო პრეზიდენტი ვიყავი. ის თავს მადრიდის რეალის მფლობელად თვლის“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები