ევროპის ჩემპიონატი: კენჭაძე და ოდიკაძე ნახევარფინალში არიან!
Aa
Aa

ევროპის ჩემპიონატი: კენჭაძე და ოდიკაძე ნახევარფინალში არიან!

დღეს, პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატი დაიწყო. 57, 65, 70, 79 და 97 კგ წონით კატეგორიაში ხალიჩაზე თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ვიხილეთ.

79 კგ-ში ნიკა კენჭაძემ და 97 კგ-ში ელიზბარ ოდიკაძემ ნახევარფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვეს.

კენჭაძეს ფინალში გასასვლელად სლოვაკი სპორტსმენის ახსარბეკ გულაევის დამარცხება მოუწევს, ხოლო ოდიკაძე თურქ სულეიმან კარადენიზს დაუპირისპირდება.

კენჭაძემ ნახევარფინალში გასასვლელად რუსი მალიკ შავაევი ძალიან რთულ ბრძოლაში დაამარცხა. ქართველი ბოლო წამებამდე 2:3 მარცხდებოდა, თუმცა ბოლოს განხორციელებული 4 ქულიანი გდებით გამარჯვება მას დარჩა. რუსებმა გააპროტესტეს და გდება საბოლოოდ 2 ქულამდე ჩამოიყვანეს, თუმცა მათ ამანაც ვერ უშველა.

რაც შეეხება ოდიკაძეს, მან მეოთხედფინალში ბელარუსი ალიაკსანდრ ჰუშტინი დამატებითი (2:2-ზე) მაჩვენებლის წყალობით დაამარცხა.


შეგახსენებთ, რომ ფინალური ბლოკი სტარტს 20:00 საათიდან აიღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები