Aa
Aa

"ჩამოართვით ქულები!" - ნევილი სუპერ ლიგაში შესაძლო მონაწილე გუნდებს აკრიტიკებს

ცნობილი გახდა, რომ ევროპული გრანდები ახალ „სუპერ ლიგაში“ აპირებენ მონაწილეობის მიღებას. ამ საკითხს „უეფა“ კატეგორიულად ეწინააღმდეგება. მათი განცხადებით, კლუბები, რომლებიც ახალ ლიგაში მიიღებენ მონაწილეობას, ავტომატურად მიენიჭებათ დისკვალიფიკაცია. აქედან გამომდინარე „სუპერ ლიგაში“ მონაწილე კლუბები „ფიფა-ს“ და „უეფა-ს“ ეგიდით გამართულ შეჯიბრებებში ასპარეზობას ვერ შეძლებენ.

ამ საკითხზე კი „მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდარულმა ყოფილმა ფეხბურთელმა გარი ნევილმა ისაუბრა. ყოფილი მცველის თქმით, ის გუნდები, რომლებიც „სუპერ ლიგაში“ დარეგისტრირდებიან შიდა ჩემპიონატებში ქულები უნდა ჩამოართვან.

რა თქვა ნევილმა?

"ზოგადად, ფეხბურთის მოდერნიზაციის წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ ახლა ასეთ პირობებში, როდესაც კორონავირუსი მძვინვარებს, ასეთი გადაწყვეტილება სამარცხვინოა და დიდი სკანდალია. „იუნაიტედს“ და სხვა დიდ კლუბებს უნდა რცხვენოდეთ.

„არსენალი“ ახალ ლიგაში“ სასაცილოა. მათ „ფულემს“ ვერ მოუგეს. ყველა იმ ინგლისურ კლუბს, რომლებიც „სუპერ ლიგაში“ დარეგისტრირდებიან, პრემიერ ლიგაში ქულები უნდა ჩამოართვან!

ეს სუფთა სიხარბეა. ისინი თაღლითები არიან. ფეხბურთში ფულის ჩადების წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ ყველაფერს საზღვარი აქვს. ზოგადად ფული მთავარი არ არის. ყველამ ვნახეთ რა ქნა „ლესტერმა“ დიდი ინვესტიციების გარეშე. მათ პრემიერ ლიგა მოიგეს და შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე გავიდნენ.

„არსენალს“ და „მანჩესტერ იუნაიტედს“ უამრავი ფული აქვთ, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გადიან. ორივე კლუბი ახლა ინგლისური ფეხბურთის სირცხვილია. დააკელით ხვალვე ქულები, გადაიყვანეთ ცხრილის ქვედა ნაწილში და წაიღეთ მათი ფული!. ეს ყველაფერი უდიდესი კრიმინალია. ახალი ლიგის შექმნა დანაშაულია.“

გეტყვით, რომ თუ „სუპერ ლიგა“ დაარსდება, თავმჯდომარე მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი იქნება. ცნობისთვის, ამ პროექტში ჩართვისთვის, ყველა გუნდი 350 მილიონ ევროს მიიღებს, თუმცა, როგორც უკვე მოგახსენეთ, ის გუნდები, რომლებიც „სუპერ ლიგაში“ ითამაშებენ, ვერ მიიღებენ მონაწილებას „უეფა-ს“ და „ფიფა-ს“ ეგიდით გამართულ ტურნირებში.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები