მეტოქე ცნობილია - ბასილაშვილი ბარსელონაში ითამაშებს!
Aa
Aa
17 აპრილი 2021  |  23:21

მეტოქე ცნობილია - ბასილაშვილი ბარსელონაში ითამაშებს!

ბარსელონას 500-ქულიანი კატეგორიის ტურნირზე ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ითამაშებს. მისი მოწინააღმდეგე ATP რეიტინგის 53-ე ნომერი, ფრანგი ჟერემი შარდი იქნება. 

ბასილაშვილსა და ჟერემის შორის გამარჯვებული მომდევნო ეტაპზე დენის შაპოვალოვს დაუპირისპირდება, რომელიც ამჟამად მსოფლიო რეიტინგის მე-7 ჩოგანი გახლავთ და შესანიშნავ ფორმაში იმყოფება.

გეტყვით, რომ ნიკოლოზს მონტე-კარლოს მასტერსზე ტრავმა ჰქონდა და კრაინოვიჩთან დაპირისპირება ნაადრევად დაასრულა. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ქართველი სპორტსმენის დაზიანება რთული იყო, თუმცა ასე არ აღმოჩნდა და ნიკოლოზი ბარსელონაში იასპარეზებს.

ცნობისთვის, შარდი და ბასილაშვილი ისტორიაში ერთმანეთს სულ სამჯერ შეხვდნენ. ერთხელ ქართველმა იმარჯვა, ხოლო ორჯერ ფრანგმა. ნიკოლოზმა ჟერემი 2019 წელს ჰამბურგის ტურნირზე დაამარცხა, სადაც საბოლოოდ ტიტულსაც დაეუფლა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები