გამარჯვება ოვერტაიმში | სამგურალმა მეშახტეს მოუგო და თასის 1/4-ფინალში გავიდა
საქართველოს თასის მერვედფინალში წყალტუბოს „სამგურალმა“ საკუთარ მოედანზე „მეშახტეს“ უმასპინძლა.
ძირითად დროში უგოლო ფრე დაფიქსირდა, ერთადერთი გოლი კი 113-ე წუთზე გავიდა, როცა ირაკლი სირაძემ თავური დარტყმით „სამგურალი“ დააწინაურა, ასისტი კი ლევან გეგეჭკორმა მიითვალა.
დღესვე ქუთაისის „ტორპედომ“ საკუთარ მოედანზე „ოდიში“ 4:1 დაამარცხა და 1/4-ფინალში გავიდა. მომდევნო ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა „რუსთავმაც“ - გია ცეცაძის გუნდმა „სპაერს“ 3:1 მოუგო.
კიდევ 5 მერვედფინალური წყვილი ასე გამოიყურება: გურია-დუშეთი, სამტრედია-იბერია 1999, გორი-დილა, დინამო ბათუმი-თელავი და გარეჯი-გაგრა.